ვის გადასცემს თბილისის მერია საახალწლოდ სასურსათო კალათებს და რა იქნება კალათში
ვის გადასცემს თბილისის მერია საახალწლოდ სასურსათო კალათებს და რა იქნება კალათში
საახალწლოდ თბილისის მერია უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასურსათო კალათებს დაურიგებს. როგორც რაიონის გამგეობებში გვითხრეს, ეს პროგრამა ყოველწლიურად, საახალწლოდ და სააღდგომოდ მოქმედებს.

საახალწლოდ სასურსათო კალათის შემადგენლობაში შევა :

გაყინული ქათამი, ნაღების კარაქი, ნატურალური თაფლი, წიწიბურა, მდნარი ყველი, ბრინჯი, ვერმიშელი, შავი ჩაი, კვერცხი, წითელი ღვინო, შესქელებული რძე, მცენარეული ზეთი, შაქარი, შოკოლადის კანფეტი, კარამელის კანფეტი, ხრაშუნა ვაფლის ტორტი, ხორბლის ფქვილი, მაიონეზი, ბარდა, ხმელი ლობიო და შოკოლადის კარაქი.

სხვადასხვა რაიონში განსხვავებული რაოდენობის კალათი გაიცემა. მაგალითად, დიდუბის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად
დაუცველ მოქალაქეებს და უსინათლოთა კავშირის
წევრებისთვის 2500 სასაჩუქრე კალათია გათვალისწინებული, სამგორის რაიონის გამგეობაში კი 6200. საბურთალოში სულ 1430 სასურსათო კალათა დარიგდება. აქედან 1355 უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, 15 ვეტერანებისთვის, 60 კი უსინათლოთათვისაა განკუთვნილი. გლდანის რაიონში კი საერთო ჯამში 5500 კალათი.

აღსანიშნავია, რომ 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა, 2 და 3 ადამიანზე - 2, ხოლო იმ ოჯახებისთვის, სადაც 4 და 5 წევრია, 3 სასაჩუქრე კალათი.
როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ სარგებლობენ უფასო სასადილოებით და სურთ, საახალწლოდ მერიისგან მიიღონ სასაჩუქრე კალათი, ინდივიდუალურად, განცხადებით უნდა მიმართონ მერიას.

თამარ იაკობაშვილი

13009
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნატო
0
სამი სული ვართ და სათითაოდ უნდა დავწეროთ განცხადება საჩუქარზე გამგეობაში?
17:57 / 20-12-2021
ხათუნა
1
ეს ხალხი რაუმადურები ხართ თითო სულზე თითო კალათას ითხოვთ.რასაც გაძლევენ მადლობა უთხარით
07:29 / 16-12-2021
elga
0
Kargi sachuqrebia magram mainteresebs es kvelganaaa
13:46 / 15-12-2021
Jana
2
Xut sulian ojaxshi samma zulma chamos da orma ra qnas?
11:17 / 15-12-2021
nino
1
კარგი საჩუქარია,ყოჩაღ მერიას.
22:22 / 14-12-2021
მსგავსი სიახლეები