გასპარი საფრანგეთის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მოიხსენიებოდა. "სეზარის" ორგზის მფლობელს ბევრი იცნობდა ივ სენ ლორანის როლით გახმაურებულ ფილმში და კიდევ ბევრი სხვა ნამუშევრით. გარდა ამისა, გასპარი

მის სახეს განსაკუთრებულ ეშხს სძენდა იარა ლოყაზე, რომელიც არც ისე კარგი მოგონება გახლდათ მისი ცხოვრებიდან. 6 წლისას დობერმანი დაესხა თავს და ლოყაზე იარა მას შემდეგ აქვს.

გასპარი წლების განმავლობაში ხვდებოდა მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზირაგის, ასევე მსახიობ სესილ კასელს. 2013 წლიდან კი ფრანგ მოდელ და მომღერალ გაელ პიეტრისთან იყო და მასთანვე ეყოლა 2016 წელს ვაჟი.
