"კა­ნონ­ში თუ არ ჩა­გი­წე­რეს, ისე ვერ ხვდე­ბით, რომ ექ­სკურ­სია სა­ქე­ი­ფო და გა­სა­ლე­ში ად­გი­ლი არ არის? რომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?" - მშობლები

"კა­ნონ­ში თუ არ ჩა­გი­წე­რეს, ისე ვერ ხვდე­ბით, რომ ექ­სკურ­სია სა­ქე­ი­ფო და გა­სა­ლე­ში ად­გი­ლი არ არის? რომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?"

2022-05-06 08:38:37+04:00

3 წლის წინ ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის და, ბლო­გე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­ლო­მე ბარ­კე­რი სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესებს ეხმაურება და წერს, რომ სოფის საქმე სასამართლოში ჯერად არ დასრულებულა.

"2019 წლის 26 მა­ისს სკო­ლის ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­სუ­ლი 16 წლის სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი მე­ო­რე დღეს სახ­ლში მკვდა­რი ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ. სოფი ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ბა­ნა­ო­ბი­სას დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და წყალ­ში და­იხ­რჩო.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მე­ო­რე დღეს, 2019 წლის 27 მა­ისს და­ი­წყო 116-ე მუხ­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით), რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტან­ჯვის მერე მა­ღირ­სეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, ერთი წლის შემ­დეგ კი, (ფე­ის­ბუქ­ზე ოცჯერ და­წე­რი­ლი “პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჰა რას შვრე­ბით, ხო არ და­გა­ვი­წყდით” პოს­ტის მერე) 2020 წლის პირ­ველ ივ­ლისს საქ­მე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და სო­ფის ორ მას­წავ­ლე­ბელს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა 220-ე, გულ­გრი­ლო­ბის მუხ­ლით, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. ტომ­ნა­ხევ­რი­ა­ნი საქ­მე გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა გან­სა­ხილ­ვე­ლად.

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ჩა­ტარ­და ათამ­დე პრო­ცე­სი და გა­მო­ი­კი­თხა ათამ­დე მოწ­მე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან მხო­ლოდ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გა­მო­სა­კი­თხია ად­გილ­ზე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მყო­ფი და ფაქ­ტის შემ­სწრე ოთხი მოწ­მე, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს არც სკო­ლას და არც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს.

ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა 2021 წლის ივ­ლის­ში! ამის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი აღარ გა­მარ­თუ­ლა და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით (პან­დე­მია, შვე­ბუ­ლე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი..) გა­და­დე­ბუ­ლია გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით.

ახლა 2022 წლის მა­ი­სია, სო­ფის სიკ­ვდი­ლი­დან სამი წელი გა­ვი­და. და უკვე 9 თვეა სა­სა­მარ­თლო აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობს. გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გან­რიგ­ში თვის ბო­ლომ­დე ჩა­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის სი­ა­ში სო­ფის საქ­მე არ იძებ­ნე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ხვალ, 6 მა­ისს ვა­პი­რებ­დი გურ­ჯა­ა­ნის სა­სა­მარ­თლოს წინ ჩას­ვლას სამი ბა­ნე­რით - რას ელო­დე­ბით ამ­დენ ხანს? (რე­ფე­რენ­სი: 3 Billboards Outside Ebbing, Missouri) და ამ პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც ხვალ ვა­პი­რებ­დი, ბა­ნე­რე­ბის ფო­ტო­თი.

თუმ­ცა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად (ჰაჰ) დღეს შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ მა­ის­ში ერ­თბა­შად 3 (სამი) პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა ყო­ველ ორ­შა­ბათს.

ალ­ბათ უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა, აბა რა.#ძა­ან­საყ­ვა­რე­ლი­სა­ქარ­თვე­ლო

პ.ს. ასე­ვე დღე­ვან­დე­ლი ექ­სკურ­სი­ის რა­დი­უ­სის ამ­კრძა­ლა­ვი კა­ნო­ნი რა თქმა უნდა კო­მი­კუ­რი მგო­ნია, თუმ­ცა მდი­ნა­რე­ებ­სა და სხვა "სა­შიშ" ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ბავ­შვე­ბის ტან­ტა­ლიც იკ­რძა­ლე­ბა ამ ახა­ლი კა­ნო­ნით და მი­ვე­სალ­მე­ბი, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მა­ინ­ცდა­მა­ინც კა­ნონ­ში თუ არ ჩა­გი­წე­რეს ისე ვერ ხვდე­ბით ვი­თომ მაგ­დენს, რომ ექ­სკურ­სია სა­ქე­ი­ფო და გა­სა­ლე­ში ად­გი­ლი არ არის?? რომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია? მაგ­რამ იქ­ნებ ვერც ხვდე­ბით. Who knows. სო­ფის სკო­ლა რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამის მი­უ­ხე­და­ვად ვერ აი­რი­დებთ, მა­გა­საც შე­გახ­სე­ნებთ კი­დევ ერთხელ, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის" - წერს ბარ­კე­რი.

alt"რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სოფის სახელზე ვაკეთებ... ვცდილობ არ გავჩერდე, რომ ცუდი ფიქრებისკენ არ წავიდე..." - შვილის გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი ნუგეში

alt"ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს თავი და­იძ­ვრი­ნოს... რო­გორ არ გე­ში­ნი­ათ ან გრცხვე­ნი­ათ, არ ვიცი" - სალომე ბარკერი 16 წლის დის გარდაცვალების საქმეზე წერს