რძალ-დედამთილის დავა საპატარძლო კაბით დაწყებულა - ვიქტორია ბექჰემის ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები
რძალ-დედამთილის დავა საპატარძლო კაბით დაწყებულა - ვიქტორია ბექჰემის ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები
მას მერე, რაც დევიდ და ვიქტორია ბექჰემის უფროსი ვაჟი დაქორწინდა და უმდიდრესი გოგონა, ნიკოლა პელტცი შეირთო ცოლად, ძალიან მალე გამოჟონა ოჯახიდან ინფორმაციამ რძალ-დედამთილის კონფლიქტის შესახებ. არადა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკოლსა და ვიქტორიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ქორწილის მერე კი მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. 

ყველაფერი მეტისმეტად უღრუბლო იყო - იდეალური წყვილი, გიჟური სიყვარული, სიყვარულის ახსნა, მდიდრული და ლამაზი ქორწილი, ოჯახური ფოტოები... 
mshoblebi
აგვისტოს დასაწყისში ბრუკლინის მშვენერმა მეუღლემ სოციალურ ქსელში ნამტირალევი ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "ყველას აქვს დღეები, როცა ადამიანები გულს
ტკენენ. და ეს ნორმალურია, როცა
ამის გამო თავს ცუდად გრძნობ და ნაწყენი ხარ".
mshoblebi
მაშინვე ყველამ გადაწყვიტა, რომ ნიკოლა ვიქტორია ბექჰემს გულისხმობდა. ბრუკლინი კი, სანდო წყაროს თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკოლაც ბედნიერი იყოს და საყვარელ დედასაც არ დაერღვას სიმშვიდე. მათ კარგ ურთიერთობაზეც ბევრს მუშაობს. მოგვიანებით დაწერა კიდეც, რომ ჭორები ვრცელდება და  სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის...

განხეთქილების მიზეზებზეც სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ვიქტორიას ეწყინა, როცა ნიკოლა "ახალ მისის ბექჰემად" მონათლეს და ასე ვთქვათ, დედამთილს ტიტული ჩამოართვა. სხვების აზრით, ნიკოლას შურს ვიქტორიასი, რადგან ის ბევრად პოპულარულია და მას მეტ ყურადღებას აქცევენ. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლამ ჟურნალისტებს გაუმხილა, საიდან დაიწყო ყველაფერი.
mshoblebi
გოგონას თქმით, დაძაბულობა ქორწილამდე დაიწყო და გამოიწვია საპატარძლო კაბამ. ნიკოლამ არ ჩაიცვა დედამთილის კოლექციის კაბა (როგორც ცნობილია, ყოფილი მომღერალი ვიქტორია ბექჰემი წარმატებული დიზაინერია) და მის ნაცვლად, ვალენტინოს კოლექციაზე შეაჩერა არჩევანი. 
"ვგეგმავდი, რომ ვიქტორიას კაბა მცმოდა, ძალიანაც მინდოდა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორია მიხვდა, რომ ატელიე ვერ ასწრებდა შეკერვას. ამიტომ სხვა კაბა ავარჩიე", - ეს თქვა ნიკოლამ, თუმცა ვერ მოესწრო, თავად არ აარჩია თუ ვიქტორიამ აღარ შეუკერა, ეს უკვე მხოლოდ თავად იციან. ფაქტია, ამ ამბების შემდეგ რძალ-დედამთილი მაქსიმალურად გაურბის ერთმანეთთან კონტაქტს. იმედია, ბრუკლინი მშვიდობის მტრედის როლს წარმატებით გაართმევს თავს და შეარიგებს ქალებს.

9337
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
(Realoba-ს და realobas- ს) - ს
4
რძალი არ ვარ სიძე ვარ... თქვენ კიდე მემგონი დედამთილი ბრძანდებით და გულზე ძლიერ მოქხვდათ! რძალმა თავად უნდა გადაწყვიტოს სად რა კაბა შეიკეროს დედამთილის გარეშე! ჩვენთან რატომღაც გონიათ რომ სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება გვაქ უმეტესობას რაც არ არი სწორი...
13:16 / 12-08-2022
Realoba-ს და realobas- ს
6
თქვენ ეტყობა ძაან გამწარებული რძლები ხართ:)))) დედამთილის შერჩეული კაბის ჩაცმაზე არაა საუბარი, საუბარი იმაზეა,რომ ცნობილი დიზაინერია და შეიძლებოდა მისი ატელიეს მიერ შეკერილი კაბა ჩაეცვა და მოარგებდნენ რძლის გემოვნებას. და ბიჭის დედიკოს ბიჭობა მე ვერსად დავინახე, აშკარად ცოლის ფინიააა, ცოლის გვარიც კი მიიწება:)))
12:44 / 12-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები