როდიდან შეეძლებათ თბილისელ პენსიონერებს აუზითა და ფიტნესდარბაზით უფასოდ სარგებლობა
როდიდან შეეძლებათ თბილისელ პენსიონერებს აუზითა და ფიტნესდარბაზით უფასოდ სარგებლობა
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები ისარგებლებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ადამიანებს აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება დაუფინანსდებათ. მომსახურება თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს მოიცავს.

აღნიშნულია ისიც, რომ თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი, თუმცა რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები და ვის მიენიჭება უპირატესობა, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. საინტერესოა ასევე ისიც, სად უნდა დარეგისტრირდნენ პირები, რომლებიც აღნიშნული პროგრამით სარგებლობას
გადაწყვეტენ. შეკითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ:

"ჯერჯერობით, სხვა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, რადგანაც პროგრამა ახლა მუშავდება. აღნიშნული პროგრამა თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილში შედიოდა და აუცილებლად განხორციელდება. სავარაუდოდ, მოქალაქეები შეთავაზებით ოქტომბრიდან ისარგებლებენ და სექტემბერში დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ." - განაცხადეს თბილისის მერიაში.

თამარ იაკობაშვილი

3582
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
0
იმას თუ გავითალისწინებთ რამდენი პროცენტი დადის 60 წელს გადაცილებული აუსზე... თან ეგ კატეგორია ძირითადათ შეძლებული იქნება... გამოდის რომ ეს შეღავათი უფრო შეძლებული 60 წელს გადაცილებულებისთვისაა... ღმერთმა ქნას ასეთი გაღიმებული ბებიები და ბაბუედი იყვნენ ყველანი როგორიც ამ სურათზეა... ვითომ საქმეში ჩაეთვალა მერიას!
16:34 / 19-08-2022
123
1
ეს კბილების ჩასმის მსგავსია, სულ გაგიჟდა ეს ხალხი
11:18 / 17-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები