ორსულობის 2 კვირა - მშობლები

ორსულობის 2 კვირა

2016-10-28 14:30:57+04:00

ორსულობა კვირებისა და ტრიმესტრების მიხედვით

mshoblebi

ფეხმძიმობის მეორე კვირა

დადგა ფეხმძიმობის მეორე კვირა და დროა, ჩასახვისთვის განეწყოთ. როგორ უნდა მოიქცეთ, ყველაფერმა კარგად რომ ჩაიაროს?

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

კვერცხუჯრედი და

სპერმატოზოიდი.

პატარას წონაა: 0 გრამი;

პატარას სიგრძეა: 0 მმ.

რა ხდება ფეხმძიმობის მეორე კვირაში?

სწორედ მეორე კვირის ბოლოს მოხდება ოვულაცია - კვერცხუჯრედის განვითარება და მისი ფოლეკულიდან გათავისუფლება. ამ პერიოდში (იგი 12-დან 24 საათამდე გრძელდება) კვერცხუჯრედი მზადაა სპერმატოზოიდთან შესახვედრად. თუ მათი "პაემანი" წარმატებული იქნება, 9 თვის შემდეგ პატარა ადამიანი დაიბადება.

რას ჰგავს პატარა 2 კვირის ფეხმძიმობისას?

განაყოფიერება მეორე კვირის ბოლოს მოხდება. ამიტომ, იმის თქმა, თუ როგორ გამოიყურება ნაყოფი, ნაადრევია.

თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეორე კვირაში

მენსტრუაციის დასრულებისთანავე კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის ემზადება. ეს, დაახლოებით, მე-12-მე-14 დღისთვის დგება (თუ მენსტრუაციის ინტერვალი 28 დღეს შეადგენს). დედობის სიხარულს პირველი ნიშანი გამონადენი იქნება. ოვულაციის დროს ის გამჭვირვალე და მომატებული რაოდენობისაა. შეიძლება შეგაწუხოთ მუცლის ქვემოთ ხანმოკლე ტკივილებმა. შეიძლება ცილკის შუა პერიოდში სისხლის მცირე გამონადენი გქონდეთ. მოიმატებს მკერდის მგრძნობელობა და აღზნება, მეუღლის ყურში ჩაჩურჩულებამაც კი შეიძლება სექსი მოგანდომოთ.

ფეხმძიმობას მეორე კვირაში ჯერ ვერ იგრძნობთ.

მეორე კვირის რჩევა

28-დღიანი რეგულარული ციკლის შემთხვევაში ფეხმძიმობა მეორე კვირის ბოლოს დადგება. თუ 30-დღიანი ციკლი გაქვთ, - მესამე კვირაში. იმისათვის, რომ განაყოფიერება მოხდეს, რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. სპეციალისტების თქმით, ქალის საშვილოსნოში სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს 3-დან 5 დღე ელოდება. თუ ოვულაცია მენსტრუაციის ციკლის მე-12-მე-14 დღეს უნდა მოხდეს, მაშინ, მე-10-დან დაწყებული მეუღლესთან ერთად აქტიურად უნდა დაკავდეთ განაყოფიერებით. მაგრამ სპეციალისტები უსაფრთხოებისკენაც მოგიწოდებენ, მომავალ მამიკოსთან სექსით უნდა დაკავდეთ განსაზღვრული გრაფიკით: 2-3 დღე სავარაუდო ოვულაციამდე, ოვალუციის სავარაუდო დღეს და ოვულაციიდან 1-2 დღის შემდეგ. ამგვარად განაყოფიერებისა და სასურველი ფეხმძიმობის დადგომა არ დააგვიანებს.

mshoblebi

როგორ გავარკვიოთ, გოგო გვეყოლება თუ ბიჭი?

mshoblebi

რა უნდა მიირთვათ ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში - სასარგებლო პროდუქტები

mshoblebi

ანტიბაქტერიული საპონი უკუნაჩვენებია ორსულებისთვის