შეიძლება თუ არა მოგვარეების ქორწინება, ძმებმა დები რომ შეირთონ ცოლად და რას ნიშნავს ნათესაური ქორწინება - მშობლები

შეიძლება თუ არა მოგვარეების ქორწინება, ძმებმა დები რომ შეირთონ ცოლად და რას ნიშნავს ნათესაური ქორწინება

2015-08-19 17:10:41+04:00

როგორი ქორწინება ითვლება ცოდვად და რა არის დაშვებული - მოძღვრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

გან­ვაგ­რ­ძობთ სა­უ­ბარს ქორ­წი­ნე­ბა­სა და ჯვრის­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ჯე­რად, მკითხ­ველ­თა შე­კითხ­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­კითხს შე­ვე­ხე­ბით.

- ვი­ცით, რომ სის­ხ­ლის­მი­ერ ნა­თე­სა­ვებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. მე­რამ­დე­ნე თა­ო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა სის­ხ­ლის­მი­ე­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი? რო­მელ თა­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა?

მა­მა მა­კა­რი:

- სჯუ­ლის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი, რო­გორც სის­ხ­ლის­მი­ე­რი, ასე­ვე ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­თი, გრძელ­დე­ბა ერ­თ­ნა­ი­რი დრო­ით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მეშ­ვი­დე თავ­ში, მე­ხუ­თე თა­ო­ბა­ში - ანუ უკ­ვე შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის შვი­ლე­ბის თა­ო­ბა­ში ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ერ­თი თა­ო­ბა, - ვთქვათ, ძმე­ბი, დე­ბი ან და-ძმა­ნი არის ორი თა­ვი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არის ოთხი თა­ვი, ბი­ძაშ­ვი­ლის­შ­ვი­ლე­ბი - უკ­ვე ექ­ვ­სი თა­ვი და გრძელ­დე­ბა ასე, ანუ მეშ­ვი­დე თა­ვი გა­მო­დის მე­ოთხე თა­ო­ბა. ასე­ვეა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს ნათ­ლი­ო­ბით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­თე­სა­ო­ბის პრობ­ლე­მა. ხში­რად ირ­ღ­ვე­ვა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბა. ნა­თელ­მი­რო­ნო­ბით ნა­თე­სა­ო­ბა­ში რომ არ მოვ­ხ­ვ­დეთ, ამის­თ­ვის უნ­და ვი­ცო­დეთ, ვინ იყო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, ვთქვათ, ბა­ბუ­ის ბა­ბუ­ის ნათ­ლია, თუმ­ცა, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად თუ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რომ­ელიც და­ა­სა­ხე­ლებს, ვინ იყო ბა­ბუ­ა­მი­სის ბა­ბუ­ის ნათ­ლია. ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ნა­თე­სა­ვებ­ში ქორ­წი­ნე­ბის კონ­ტ­რო­ლი თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბევ­რი ასე­თი ნა­თე­სა­ვი იყოს ქორ­წი­ნე­ბა­ში მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ არ იცოდ­ნენ, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. თუმ­ცა, და­ქორ­წი­ნე­ბი­სას ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ ნა­თე­სა­ო­ბი­თი კავ­ში­რე­ბი.

- ვის­ზე ვრცელ­დე­ბა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბა?

- ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბა იწყე­ბა ნათ­ლი­ი­დან და ნათ­ლუ­ლი­დან და ნათ­ლუ­ლის მშობ­ლე­ბი­დან. ნათ­ლი­ა­სა და ნათ­ლუ­ლის მშობ­ლებს შო­რის მყარ­დე­ბა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ნათ­ლუ­ლის და-ძმებს, ნათ­ლუ­ლის ბი­ძებს, დე­ი­დებ­სა და მა­მი­დებს, მათ­თან ნათ­ლი­ას ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არა აქვს. ნა­თე­სა­ო­ბა იწყე­ბა უშუ­ა­ლოდ ნათ­ლი­ი­დან და ნათ­ლუ­ლი­დან და ვრცელ­დე­ბა მათ შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე და ნათ­ლუ­ლის მშობ­ლებ­ზე. ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი ხდე­ბი­ან ნათ­ლუ­ლის სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი მშობ­ლე­ბი, - ნათ­ლია და ხორ­ცი­ე­ლი მშობ­ლე­ბი და ნათ­ლი­ი­სა და ნათ­ლუ­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა.

- ასე­ვე არ­სე­ბობს მძახ­ლო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბაც...

- სჯუ­ლის კა­ნო­ნი კრძა­ლავს მძახ­ლო­ბით ნა­თე­სა­ო­ბა­ში მყოფ­თა ქორ­წი­ნე­ბა­საც. ვთქვათ, ადა­მი­ანს ჰყავ­და ცო­ლი, და­შორ­და მას და მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. პირ­ვე­ლი ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­ო­რე ცო­ლის ნა­თე­სა­ვებს (თა­ო­ბებს ვგუ­ლის­ხმობ) შო­რი­საც კი არ შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა. მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რია, მათ შო­რის სის­ხ­ლის­მი­ე­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს მოვ­ლე­ნა ქორ­წი­ნე­ბის აკ­რ­ძალ­ვის მუხ­ლ­ში შე­დის.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ორ დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა? ვთქვათ, დებ­მა იქორ­წი­ნონ ძმებ­ზე? თუ ასე­თი ქორ­წი­ნე­ბა შედ­გა, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი წყვი­ლი?

- ეს არის მძახ­ლო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბა და ამის გა­მო ორ დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა იკ­რ­ძა­ლე­ბა. არ­სე­ბობს ნა­თე­სა­ო­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია: ერ­თი, რო­დე­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­გ­რეს, რად­გან და­უშ­ვე­ბე­ლია, ხო­ლო მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის ქო­რ­წი­ნე­ბა­ში მყოფ წყვილ­ზე ხდე­ბა ეპი­ტი­მი­ის და­დე­ბა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა არ იშ­ლე­ბა. ორ დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა არის ისე­თი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და და­ი­შა­ლოს და და­ი­შა­ლოს ის ქორ­წი­ნე­ბაც, რო­მე­ლიც შედ­გა უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით. თუ ქორ­წი­ნე­ბა მოხ­და ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ნა­თე­სა­ვებს შო­რის, რო­დე­საც ერ­თი ნა­ბი­ჯია დარ­ჩე­ნი­ლი ნა­თე­სა­ო­ბა­სა და არა­ნა­თე­სა­ობას შო­რის, მღვდელ­მ­თავ­რის მი­ერ წყვილს ეძ­ლე­ვა სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლი, ეპი­ტი­მია და ხდე­ბა ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხო­ლო თუ ქორ­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს შო­რის მოხ­და, ოჯა­ხი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­გ­რეს.

- ვინ არი­ან მძახ­ლო­ბით ნა­თე­სა­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი?

- მძახ­ლო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბა ვრცელ­დე­ბა ჯვრის­წე­რით შე­უღ­ლე­ბუ­ლი წყვი­ლის, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის მშობ­ლებ­სა და ახ­ლო ნა­თე­სა­ვებ­ზე. ისი­ნი უკ­ვე ერ­თ­მა­ნეთ­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ში არი­ან. ნა­თე­სა­ო­ბის ათ­ვ­ლა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ხდე­ბა თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი და ნა­თელ­მი­რო­ნო­ბი­თი ნა­თე­სა­ო­ბის შემთხ­ვე­ვა­ში.

- აისა­ხე­ბა თუ არა ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის კვა­ლი უარ­ყო­ფი­თად შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე?

- სა­ერ­თოდ, ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა არის ცოდ­ვა. წი­ნაპ­რის ცოდ­ვე­ბი არ გა­და­დის შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს, შთა­მო­მავ­ლო­ბა ხში­რად მარ­თ­ლაც გა­მო­დის არა­ჯან­სა­ღი. მათ­ში ხში­რად ვლინ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლი.

- მკითხ­ვე­ლებს ხში­რად აინ­ტე­რე­სებთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მოგ­ვა­რე­ზე ან დე­დის მოგ­ვა­რე­ზე ქორ­წი­ნე­ბა?

- მოგ­ვა­რე­ზე, მით უფ­რო - დე­დის მოგ­ვა­რე­ზე ქორ­წი­ნე­ბას ხელს არა­ფე­რი უშ­ლის, თუ მათ შო­რის არ არ­სე­ბობს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი. გვაქვს ამის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, - ბაგ­რა­ტი­ონ­თა შო­რის ქორ­წი­ნე­ბე­ბი, ვთქვათ, თა­მარ მე­ფი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის ქორ­წი­ნე­ბა. მათ შო­რის შვიდ­თა­ვი­ა­ნი თა­ო­ბა გა­სუ­ლი იყო და ქორ­წი­ნე­ბა სწო­რედ ამის გა­მო შედ­გა.

იხილეთ მეტი