ტრაგედია, რომელმაც ცნობილი იტალიური ოჯახური დუეტის ბედნიერება შეიწირა - ალ ბანოსა და რომინა პაუერის ამბავი
ტრაგედია, რომელმაც ცნობილი იტალიური ოჯახური დუეტის ბედნიერება შეიწირა - ალ ბანოსა და რომინა პაუერის ამბავი
"ბედნიერება იტალიურად" - სწორედ ასე აღიქმებოდა ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტი მთელ მსოფლიოში, წლების განმავლობაში. მილიონობით მაყურებელი ღიმილიანი შეჰყურებდა ამ შეყვარებული ცოლ-ქმრის ლამაზ სიმღერებს და თავადაც ბედნიერებას განიცდიდა. ისინი მართლაც ბედნიერები იყვნენ და მათმა ბედნიერებამ თითქმის 25 წელს გასტანა, მერე კი მოულოდნელად დაიმსხვრა... მათი ქალიშვილის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მათი ქორწინება შეიწირა...

სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ...

ალ ბანო 1943 წელს დაიბადა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩელინო-სან-მარკოში, ღარიბი გლეხების ოჯახში და მისი გვარი კარიზი გახლდათ. თავდაპირველად სახელი ალბანო ერთად იწერებოდა და ეს პატარა ბიჭი იყო ალბანო
კარიზი. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანეთში იბრძოდა და სწორედ ამ მოგონებების აღსანიშნავად დაარქვა იტალიელისთვის უჩვეულო სახელი შვილს - ალბანო, ანუ ალბანელი. მოგვიანებით მან სწორედ ეს სახელი დაყო ორ ნაწილად და აქცია სცენურ ფსევდონიმად - ალ ბანო. 

ბიჭს მკაცრად ზრდიდნენ და სჯეროდათ, რომ გაიზრდებოდა, მათ საქმეს გააგრძელებდა - მესაქონლეობითა და მეღვინეობით დაკავდებოდა. თუმცა ბიჭი მუსიკამ გაიტაცა. ჯერ კიდევ 12 წლისა კომპოზიტორობდა. როგორც კი 16 წლის გახდა, დატოვა მშობლიური სახლი და მილანში გაეშურა, რომ მომღერალი გამხდარიყო. საკმაოდ რთული იყო მისი გზა წარმატებისკენ, ოფიციანტადაც მუშაობდა და უბრალო მუშადაც და მხოლოდ 6 წელიწადში მიაღწია საწადელს - იტალიურ სასიმღერო კონკურსში გაიმარჯვა და პირველი კონტრაქტიც გააფორმა. 

რომინა ფრანჩესკა პაუერი კი
1951 წელს დაიბადა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების ტაირონ პაუერისა და ლინდა კრისტიანის ოჯახში. პოპულარობა თავიდანვე არ აკლდა და ბავშვობიდან მისი ფოტოები პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. 
5 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ და მისი ბედნიერი ბავშვობაც დასრულდა. მალე მამა გარდაიცვალა. ის და უმცროსი და დარჩნენ დედასთან, რომელიც ახალი როლებისა და რომანების ძიებაში გამუდმებით მოგზაურობდა. 
რომინას აღიზიანებდა დედის ცხოვრების წესი, ამბოხებას აწყობდა მის წინააღმდეგ და ლინდა იძულებული გახდა, გოგონა ინგლისუს დახურულ სკოლაში გაეშვა სასწავლებლად. თუმცა მალე, გაცდენებისა და უსაქციელობის გამო იქიდან გამოაგდეს. დედამ გადაწყვიტა, სხვა გზა ეცადა შვილის "მოსათოკად" და კინოსინჯები მოუწყო. სინჯებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა რომინას მუსიკა ბევრად მეტად იტაცებდა. მანაც მოზარდობის ასაკიდან დაიწყო მუსიკის წერა, როცა დაბადების დღეზე გიტარა აჩუქეს. 14 წლისას უკვე სადებიუტო ფირფიტა ჰქონდა. 
mshoblebi
დედას მაინც უნდოდა, გოგონა კინომსახიობი გამხდარიყო. მიაჩნდა, რომ მისი გარეგნობა ძალიან მომგებიანი იქნებოდა მომავალი კარიერისთვის. 16 წლისას მართლაც უკვე იწვევდნენ ცნობილი კინორეჟისორები თავიანთ პროექტებში. ასე აღმოჩნდა იტალიაში, სადაც უნდა შეესრულებინა როლი ფილმში "მზეზე".

ისინი

სწორედ ამ პერიოდში გადაიკვეთა მათი გზები - მაშინ ალ ბანო 24 წლის იყო, რომინა - 16-ის. ფილმისთვის მუსიკა სწორედ ალ ბანომ დაწერა. გოგონას ყურებამდე შეუყვარდა ახალგაზრდა მომღერალი და ისიც ცდილობდა, პატარა გოგოზე ეზრუნა. მალე ორივემ იგრძნო, რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. 
გარშემო მყოფები მხრებს იჩეჩდნენ, არ ჯეროდათ, თუ როგორ მოხიბლა ამ ტანდაბალმა და არც ისე ლამაზმა, მასზე 8 წლით უმცროსმა ალ ბანომ ეს მშვენიერი გოგონა. რა თქმა უნდა, დედამაც საშინლად გააპროტესტა ეს ურთიერთობა და მათი ქორწნების წინააღმდეგიც იყო. არანაკლებ აპროტესტებდნენ ალ ბანოს მშობლები - ამერიკელი მსახიობი გოგონა სულაც არ მიაჩნდათ მათი შვილისთვის ღირსეულ საცოლედ. 
თუმცა ქორწინება მაინც შედგა. გოგონამაც მალე იპოვა საერთო ენა დედამთილ-მამამთილთან და თავიც შეაყვარა.
mshoblebi
ალ ბანოსა და რომინას ქორწილი

ქორწილი 1970 წელს შედგა, როცა ალ ბანო 27 წლის იყო, რომინა კი - 19-ის. "როცა ვქორწინდებოდით, მესმოდა, როგორ ენაძლევებოდნენ გარეთ მდგომი ჟურნალისტები ერთმანეთს, რამდენ კვირას ან თვეს გასტანდა ჩვენი ქორწინება..." - იხსენებდა მოგვიანებით რომინა. 

თუმცა მათ ყველა პროგნოზი გააბათილეს და ძალიან დიდხანს იცხოვრეს ერთად. 

ოთხ თვეში წყვილს ქალიშვილი ილენია შეეძინა, 1972 წელს - ვაჟი იარი. 13 წლის მერე, რომინამ გოგონა კრისტელი გააჩინა და კიდევ ერთ წელიწადში - პატარა რომინა. 
mshoblebi
ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ერთად. არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ საქმიანობაშიც - 1975 წელს გამოვიდა მათი პირველი ერთობლივი დისკი. შემდეგ უკვე იტალიას წარმოადგენდნენ "ევროვიზიაზე", ხოლო როცა სან-რემოს ფესტივალზე აიღეს პირველი ადგილი, სუპერპოპულარულები გახდნენ.
mshoblebi

დრამები და ტრაგედია

სანამ 1994 წლის ცნობილი ტრაგედია მოხდებოდა, მანამდე კიდევ იყო ერთი დრამატული ისტორია, რომელმაც ოჯახი სერიოზულად შეძრა. ცოლ-ქმარი იძულებული გახდა, ვაჟი იარი გადაემალა, რადგან მისი გატაცებით იმუქრებოდნენ. მაშინ იარი 13 წლის იყო და სანდო წყაროებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მის გატაცებას გეგმავდნენ. მშობლებმა ბავშვი იტალიიდან წაიყვანეს. იარიმ სწავლა ლე როსის პრესტიჟულ სკოლაში დაასრულა, სადაც მისი თანაკლასელები არაერთი ცნობილი და მდიდარი იტალიელის შვილები იყვნენ, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და მშობლებმა შვეიცარიაში შეაფარეს. იმ დროს მიღებული სულიერი ტრავმა დიდხანს არ ასვენებდა რომინას.
mshoblebi

ტრაგედია კი მათ უფროს ქალიშვილს შეემთხვა და ამ ამბავმა ეს ბედნიერი ოჯახიც საბოლოოდ დაანგრია. 

ილენია მარია სოლე კარიზი მშვენიერი გოგონა იყო. მშობლებისგან მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი ჰქონდა. 
mshoblebi
ადრეული ასაკიდან გახდა პოპულარული - კინოში იღებდნენ, გადაცემებში მონაწილეობდა, ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ხანდახან მამასთან ერთად დუეტშიც მღეროდა. 
mshoblebi
ილენია

გოგონას ენებისადმიც ჰქონდა მიდრეკილება, იცოდა ბევრი ენა და თავისუფლად ლაპარაკობდა და წერდა ამ ენებზე. 
ერთხელ, უნივერსიტეტის მორიგი სემესტრის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა, ცოტა ხნით შეეწყვიტა სწავლა და ემოგზაურა. თანაც, უჩვეულო გზა აირჩია მოგზაურობისთვის - მარტოს უნდა ევლო, ბარგის გარეშე, ფაქტობრივად, უფულოდ და უბილეთოდ. 1993 წელს დაიწყო ეს გზა ავტოსტოპით და ამერიკისა და მექსიკის ნაწილი გაიარა. 24 წლის ილენია ამბობდა, რომ ასე სურდა ცხოვრების, ადამიანების შესწავლა და სურდა გაეზიარებინა უსახლკაროების, მაწანწალების ბედი, რომ მერე მიღებული გამოცდილება და მასალა თავისი წიგნის დასაწერად გამოეყენებინა. 

1994 წელს, წინასაახალწლოდ, ახალ ორლეანში იყო. ბოლოს მამას ესაუბრა 1-ელ იანვარს, 6 იანვარს კი სასტუმროდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ძიებამ დაადგინა, რომ ნომერში მარტო არ ცხოვრობდა, არამედ მეგობართან - ვინმე 54 წლის აფროამერიკელ ალექსანდრ მასაკელასთან. გოგონა მას ერთგვარ გურუდ, სულიერ მასწავლებლად მიიჩნევდა და მას ასე უწოდებდა - "ჩემო ბატონო". 
mshoblebi
მასაკელა ქუჩის მუსიკოსი იყო და არაერთხელ ეჭვმიტანილი ნარკოტიკების გამოყენება-გასაღებაში, ასევე დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამონაწილეობაში. მოწმეების ჩვენებების თანახმად, მან ილენიაც მიაჩვია ნარკოტიკებს და ბოლო პერიოდში ძალიან უცნაურად იქცეოდა.

გოგონას ძებნაში პოლიცია ჩაერთო. მასაკელა დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ წარუდგინეს და გაათავისუფლეს. კაცი ამბობდა, რომ მათ იმ საღამოს იჩხუბეს, გოგონა ნომრიდან წავიდა და არ დაბრუნებულა. მას მერე ის არ უნახავს. 

ყველამ ჩათვალა, რომ გოგონამ მოგზაურობა განაგრძო, თუმცა მისგან არავითარი ცნობა აღარ მოსულა. ალ ბანომ მასაკელას 100 მილიონი დოლარიც კი შესთავაზა, თუ ილენაზე რამეს ეტყოდა, მაგრამ მასაკელამ უარი თქვა ფულზე, გათავისუფლების მერე კი საერთოდაც გაუჩინარდა.
სამი კერძო დეტექტივი, ინტერპოლი, სიცილიური მაფია, მეგობრები, ნაცნობები... ყველა მონაწილეობდა ილენიას ძებნაში, ამოწმებდნენ ყველაფერს - უსახლკაროთა თავშესაფრებს, ნარკომანების თავშეყრის ადგილებს, ყველგან განათავსეს ფოტოები, დააწესეს ფულადი ჯილდო, თუმცა ილენია არც მკვდარი გამოჩნდა და არც ცოცხალი.
თითქმის 20 წელი გრძელდებოდა ილენიას ძებნა, მაგრამ არაფერი გარკვეულა. ამასობაში ჩნდებოდა ახალი ვერსიები. 
მორიგ ეჭვმიტანილად იქცა ტრაილერის მძღოლი, რომელიც სერიული მკვლელი იყო - მას რამდენიმე გოგონა ჰყავდა მოკლული, რომლებიც ავტოსტოპით მგზავრობდნენ. 1994 წელსაც მოუკლავს მას გოგონა და პოლიციელები მიიყვანა იმ ადგილას, სადაც მოკლული დამარხა. თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არ იყო ილენიას ცხედარი და სულ სხვა გოგონას ეკუთვნოდა. 
mshoblebi
ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობა, მათ შორის, ალ ბანოც, შეთანხმდნენ იმ ვერსიაზე, რომ ილენია, ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ხიდიდან გადახტა ან გადავარდა მდინარე მისისიპიში. მამამ გაიხსენა, რომ ერთი წლით ადრე გეგმავდა გოგონა ამ მდინარის გადაცურვას. იანვრის იმ ღამეს მოწმეც იყო, რომელიც ამბობდა, რომ დაინახა, როგორ გადახტა გოგონა მდინარეში, თუმცა 1994 წელსვე ეს ვერსია უარყვეს, რადგან ცხედარი ვერ იპოვეს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისისიპი სავსეა ალიგატორებით და ძლიერი დინებაა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ოფიციალურად ძებნა 2013 წელს შეწყდა. გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადეს და მშობლებს გარდაცვალების მოწმობა გადასცეს. ამ დროს ალ ბანო და რომინა უკვე გაყრილები იყვნენ. მათ ვერ გადაიტანეს ერთად ეს ტრაგედია და 1999 წელს განქორწინდნენ. მათმა ლეგენდარულმა დუეტმაც შეწყვიტა არსებობა. 

ახლა

რომინა დღესაც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ მისი გოგონა გარდაიცვალა და ვერც ქმარს პატიობს, რომ მან ილენია მკვდრად აღიარა. 
განქორწინების მერე რომინა ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. მარტო ცხოვრობს, წერს და ხატავს. ალ ბანო იტალიაში დარჩა. მცირე ხანს მარტო ცხოვრობდა, 2000 წელს კი ჟურნალსტი ლორედანა ლეჩიზო გაიცნო და მასთან ორი შვილიც გაუჩნდა. თუმცა მოგვიანებით მასაც დაშორდა.

წლების შემდეგ წყვილი ხნდახან მაინც ჩნდებიან ერთად. მათ იწვევენ სხვადასხვა საღამოზე, კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად და ხანდახან ამ შეთავაზებას თანხმდებიან. 
mshoblebi
რაც შეეხება მათ შვილებს, 47 წლის იარი მარკო წარატებული მუსიკოსია, 34 წლის კრისტელი - დიზაინერი, 32 წლის რომინა - მსახიობი და ფოტოგრაფი. 
mshoblebi
რომინა იარისა და კრისტელთან ერთად

mshoblebi
უმცროსი ქალიშვილი რომინა კარიზი



62826
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
გიოგიო
0
ეს ზედმეტი თავისუფლების ბრალია,როცა ღმერთმა მოგცა სილამაზე ჭკუა-უზრუნველი ცხოვრების საშუალება და ამას ყველაფერს.... პ.ს.რა ავტო სტოპი-რის გურუ-ის უნდა მოხვედ რილიყო საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ანუ იმ დროის საქართველოში.....
00:28 / 17-09-2021
!
2
სამწუხაროა, რა უაზროდ დაასრულა ამ გოგონამ ყველაფერი... არადა, უნიჭიერესი იყო სილამაზესთან ერთად.
17:51 / 14-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი