და რჩევები, რით შევცვალოთ ისინი ეს ის ყველაზე საშიში პროდუქტებია, რომლებსაც ხშირად მივირთმევთ და სინამდვილეში ძალიან საშიშია მათი აქტიური მიღება. ასევე მოგცემთ რჩევებს, რით შეცვალოთ ისინი. ამ შემთხვევაში აღარ ვლაპარაკობთ ჩიფსებზე, კონსერვანტებითა და არომატიზატორებით გაჯერებულ ტკბილეულობაზე, გაზიან სასმელებსა და მსგავს პროდუქტებზე, რომლებიც ისედაც ვიცით, რომ საშიშია. ამჯერად სპეციალისტებმა იმ ყველაზე საშიში პროდუქტების სია წარმოადგინეს, რომლებიც განსაკუთრებულად მავნე და იმავდროულად კალორიულია, გასუქებას იწვევს და ორგანიზმსაც ზიანს აყენებს, არადა, თურმე მათ ყველაზე ხშირად იყენებენ დიეტაზე მყოფნი და გახდომის მსურველნი:
1. მაღაზიაში ნაყიდი მაფინები, კექსები და რულეტები
ამგვარ ტიპიურ "ნამცხვრეულში" არის საკმაოდ ბევრი კალორია, შაქარი, რაფინირებული ფქვილი და ძირითადად მარგარინზეა დამზადებული. ასევე შეიცავს ბევრ კონსერვანტს, რათა დიდხანს ინახებოდეს.
ჯობს, ამგვარი ნამცხვრეული შინ დაამზადოთ ან სანდო საკონდიტროში შეიძინოთ.
2. იოგურტი
ზოგადად იოგურტი, როგორც რძის პროდუქტი, სასარგებლოა და ბევრ ვიტამინსაც შეიცავს, თუმცა მწარმოებელთა უმეტესობა მას კონსერვანტებს უმატებს, რომ დიდხანს შეინახოს. ასევე მაღალი ცხიმისა და შაქრის შემცველობა აქვს. ჯობს, აირჩიოთ ისეთი იოგურტი, რომელიც შაქრის დანამატის გარეშეა, მას თავად შეგიძლიათ გაურიოთ მურაბა, თაფლი. ასევე აუცილებელია, მისი შენახვის ვადა არ გულისხმობდეს ორ კვირაზე მეტ დროს – ასეთ შემთხვევაში მასში ძალიან ბევრი კონსერვანტია (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატია).
3. მაიონეზი
იგივე შეიძლება ითქვას მაიონეზზე, რომელიც საკმაოდ საეჭვო წარმოშობის პროდუქტებისგან მზადდება და სარგებლობის ნაცვლად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია (მაიონეზის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია).
4. მარგარინი
ზეთის ხელოვნური კონკურენტი. მარგარინში უმეტესად ბევრია ტრანსცხიმები, ანუ მისი მოხმარება ქოლესტერინს ზრდის. დიეტოლოგები მის სრულიად გამორიცხვასაც კი სთავაზობენ პაციენტებს. მარგარინის მიღებას სჯობს, არა დიდი რაოდენობით მიიღოთ ნაღების კარაქი.
5. უცხიმო არაქისის კარაქი, შოკოლადის ან სხვა სახის თხილიანი კარაქი
უცხიმო არაქისის კარაქს მწარმოებლები აცლიან ცხიმს, მაგრამ მას ცვლიან შაქრით. შედეგად, არაქისის კარაქს იმდენივე კალორია აქვს და თანაც, ორჯერ უფრო მეტი ნახშირწყალი. მასში ასევე ბევრია კონსერვანტები და არომატიზატორები.
6. მაღაზიაში ნაყიდი ჩირეული
ძირითადად, ისინი გაჯერებულია ტკბილი სიროფებით და საღებავებით, მეტი მიმზიდველობისთვის. ჯობს, ცოცხალი ან გაყინული ხილი მიიღოთ, ან ახლობლების მიერ დაჩირებული. ასეთი ჩირეულიც აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ გამოყენებამდე.
7. სალათების სხვადასხვაგვარი სოუსები
როგორც წესი, სინამდვილეში მათში ცოტაა ბუნებრივი შემცველობა, ბევრია მარილი. ჯობს, ამგვარი სოუსებიც შინ დაამზადოთ, მრავალი რეცეპტი არსებობს. მაგალითად, ბალზამის ძმრით, ლიმონის წვენით, სუნელებითა და მდოგვით დამზადებული სოუსი საკმაოდ გემრიელია და სალათებს ძალიან უხდება.
8. ჰამბურგერი ინდაურის ან სხვა ფრინველის ხორცით
ბევრს ჰგონია, თუ ჰამბურგერს ფრინველის ხორცით შეუკვეთს, და არა ღორის ხორცით, უფრო დიეტურ პროდუქტს მიიღებს, თუმცა ეს თავის მოტყუებაა. ჰამბურგერებიც, ჩიზბურგერებიც და მსგავსი პროდუქტები უამრავ კალორიას შეიცავს, ასევე ბევრ კონსერვანტს და არომატიზატორებს.
9. ენერგეტიკული ბატონები
ეს ცილის შემცველი ენერგეტიკული ბატონები განსაკუთრებით უყვართ სპორტსმენებს და დიეტაზე მყოფთ – სუფთა ენერგიის მისაღებად. მაგრამ სინამდვილეში მათში ორჯერ მეტი ცხიმი და ნახშირწყალია, განსაკუთრებით შოკოლადის ბატონებში.