"შვრიის ორცხობილა" - ძალიან სასარგებლო და გემრიელი ნამცხვარი ბავშვებისთვის
"შვრიის ორცხობილა" - ძალიან სასარგებლო და გემრიელი ნამცხვარი ბავშვებისთვის
ბავშვისთვის მომზადებული კერძები მაქსიმალურად ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. ამ პირობის დაცვა ტკბილეულთან მიმართებაში ცოტა რთულია. ამიტომ ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ორცხობილა, რომელიც შვრიისგან ("ჰერკულესისგან") მზადდება. დაბალკალორიული, გემრიელი და სასარგებლო ორცხობილები თქვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ.

მასალა:

2 ჭიქა შვრია
0,5 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
100 გრ. ზეთი
115 გრ. კარაქი
ვანილი
1ჩაის კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი

შვრია ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი (სოდა) და ვანილი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ მოხალული შვრიაც.
შეგიძლიათ, მრავალფეროვნებისთვის გატარებული თხილით ან ნიგვზით შეაზაოთ.
ცომი ერთი სანტიმეტრის სისქეზე გააბრტყელეთ და ლამაზი ფორმებით ან უბრალოდ, ჭიქით პატარ-პატარა ორცხობილები გამოჭერით. მოათავსეთ ლანგარზე და 180 გრადუსამზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.
102750
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
რუსა
2
ლანგარზე რომ არ მიეწებოს ფოლგა დაუფინეთ.
11:39 / 03-07-2017
ნინო
6
100 გრ. ზეთი ტაფაზე წასასმელად ძალიან ბევრია, თანაც აქ აღნიშნული ფქვილის რაოდენობა იმისთვის რომ ცომი გაბრტყელდფეს და ფორმეფად დავჭრათ ძალიან ცოტაა. მე გავაკეთე ამ რეცეპტით და ნახევარი ჭიქა ფქვილით მიღებული მასა ისეთი იყო რომ კოვზით დავასხი გამოსაცხობად. თუ გვინდა რომ გაბრტყელდეს გაცილებით მეტი რაოდენობის ფქვილია საჭირო :)))
11:35 / 07-09-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?