"დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: "დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო?" - რას წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური? - მშობლები

"დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: "დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო?" - რას წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური?

2019-11-06 18:09:16+04:00

მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს თვა­ლი დაკარგა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს იმაზე, ჰქონდა თუა არნიშნულ შემთხვევამდე თვალზე პრობლემები:
"მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: "დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო?
"წარმოიდგინეთ,მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?"
პ.ს მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქვს" -წერს მაკო გომური.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში სამკურნალოდ წასულ მაკო გომურს ხელოვნური თვალი რამდენიმე თვის წინ ჩაუსვეს.