ტოპმოდელი ყველაზე ლამაზი თვალებით - 41 წლის ადრიანა ლიმა მესამე შვილის მოლოდინში
ტოპმოდელი ყველაზე ლამაზი თვალებით - 41 წლის ადრიანა ლიმა მესამე შვილის მოლოდინში
კანის კინოფესტივალზე ნამდვილი რევოლუცია დაარქვეს ფეხმძიმე ადრიანა ლიმას გამოჩენა. ცნობილი ტოპმოდელი გრძელი შავი კაბით და მოშიშვლებული მუცლით გამოვიდა წითელ ხალიჩაზე ბოიფრენდთან, პროდიუსერ ანდრე ლემესთან ერთად, რომელიც საყვარელ ქალს მუცელზე ეფერებოდა.

mshoblebi
ადრიანა მომღერალ რიანასთან ერთად ამკვიდრებს ახალ ტრენდს - ღია მუცელს ორსული ქალების სტილში. ცოტა ხნის წინ ჩვენებაზეც ამგვარად გამოვიდა.
mshoblebi
როგორც ცნობილია, წყვილი ბიჭს ელოდება. 41 წლის ადრიანასთვის ეს მესამე შვილი იქნება. მას ორი გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან კალათბურთელ მარკო იარიჩთან. 
mshoblebi
mshoblebi
ადრიანა ლიმა და მარკო იარიჩი

ცნობისათვის, ადრიანა ლიმა ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი მოდელია, რომელიც წლებია, ყველაზე
მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის არის და ყველაზე სექსუალურ ქალთა რეიტინგებში ლიდერ პოზიციებზეა. მას ხშირად უწოდებენ ყველაზე ლამაზთვალება მოდელს. "ფორბსის" რეიტინების მიხედვით, ჟიზელ ბიუნდჰენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და პლანეტის ულამაზეს მოდელთა სიასაც წლებია უდგას სათავეში.
ბრაზილიაშია დაბადებული 1981 წლის 12 ივნისს. აფრიკული, გერმანული და ინდური წარმომავლობა აქვს. დედამისი სოციალური მუშაკი იყო და გოგონას მარტო ზრდიდა. მამა მაშინ წასულა ოჯახიდან, როცა ბავშვი 6 თვის იყო. 
mshoblebi
15 წლისა გახდა მოდელების კონკურსის ფინალისტი და 1998 წელს გააფორმა კონტრაქტი "ელთან", რასაც ნიუ-იორკში გადასვლა მოჰყვა.
mshoblebi
როგორც თავად ჰყვება, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა, პედიატრობა. სამოდელო სფეროში კი თანაკლასელის თხოვნით აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან უნდოდა კონკურსში მონაწილეობა და ადრიანაც გაჰყვა. ამ წარმატებამ და პირველმა კონტრაქტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. 1998 წლიდან გამოჩნდა პოდიუმებზე, წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე, ჟურნალების გარეკანებზე, რეიტინგებში, მერე კი "ვიქტორიას სიკრეტის" ერთ-ერთ წამყვან ანგელოზად იქცა და თავბრუდამხვევი კარიერის პიკში აღმოჩნდა. ამ პიკს ახლაც არ ტოვებს, უკვე 41 წლის. 
mshoblebi
ლიმა ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. განსაკუთრებულად ეხმარება ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს ბრაზილიაში, მშობლიურ ქალაქ სალვადორში. 
mshoblebi
mshoblebi
3649
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები