- 2 წლი-ნახევრის იყო, ლექსი წავიკითხე და ისე მისმენდა, მთელი გულით. რომელ სიტყვასაც ვერ გებულობდა, მეკითხებოდა, რას ნიშნავდა. რამდენჯერმე გამამეორებინა და მერე თვითონ დაიწყო მოყოლა მთელი გულით და ემოციით. მეც გამიკვირდა, თუმცა მას მერე ყოველთვის, ძილის წინ ასე ვუკითხავ ლექსებს - მისი სურვილით, რა თქმა უნდა, თუ მთხოვს. მერე კი, რომელიც ძალიან მოსწონს, იმახსოვრებს და ასე გამოთქმით ამბობს. თან უკვე ითხოვს, რომ ვიდეო გადავიღოთ, მოსწონს მერე თავის თავს რომ უყურებს. როგორც კი გადავუღებ, მაშინვე მომიცუცქდება და მთხოვს, რომ ვაყურებინო. მუსიკაც დამიდეო, დაამატებს ხოლმე.

იოანეს დედ-მამა და ძმა
- გარეგნობაც უწყობს ხელს იმაში, რომ ბევრი პატარა ვარსვკვლავივით გახდეს ძალიან პოპულარული და თავისი იუთუბარხი ან გვერდი ჰქონდეს. ხომ არ გეგმავთ რამეს?
- მე ვერ ვერკვევი ბევრ რამეში სოციალურ ქსელში და არც ვიცი, რას როგორ აკეთებენ. მხოლოდ ჩემს გვერდზე თუ ავტვირთავ ხოლმე, სულ ეს არის
- იოს უფროსი ძმა ჰყავს. მასაც უყვარს ლექსები?
- არა, ლაზარეს სულ არ აქვს ლექსის კითხვის ნიჭი და სურვილი. იოანე დასცინის ხოლმე, რა სასაცილოდ კითხულობ ლექსებსო. ვეკითხები, აბა, როგორ კითხულობს-თქო და აი, იცი, როგორ? სიტყვებს ყლაპავსო...
- ალბათ იოანე ქუჩაში, საზოგადოებაშიც იპყრობს ყურადღებას, რა რეაქცია აქვს?
- ისე მრცხვენია ხოლმე, ცოტა თამამი ბავშვია. ერთხელ გოგონამ უთხრა, ძალიან ლამაზი ხარო და რა ლამაზი თვალები გაქვსო, ასეთი მოდური ხარო... მაშინვე უპასუხა - ხო, ხო, ვიცი, რომ ლამაზი ვარ, ვიციო (იცინის).