1990-იან წლებში ჟან-კლოდ ვან დამი მართლაც პოპულარობის პიკზე იყო. მის პლაკატებს გოგონებიც აკრავდნენ კედელზე და ბიჭებიც. გოგონებს განსაკუთრებული შარმის გამო მოსწონდათ, ბიჭებს - კარატეს გამორჩეული ილეთების.
დღეს 60 წლისაა, 3 შვილის მამა, კვლავაც მშვენიერ სპორტულ ფორმაში.
1960 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ბერკემ-სენტ-აგატში, ბელგიაში. მამამისი ბრიუსელიდან იყო წარმოშობით, დედა - ფლამანდიელი. ნიჭიერი შვილი მშობლებმა 10 წლიდან შეიყვანეს კარატეზე და გარდა ამისა, აღმოსავლური ორთაბრძოლების კიდევ 4 სახეობას დაეუფლა წლების განმავლობაში. ასევე ხუთი წელი დადიოდა კლასიკურ ბალეტზე, რაც მის გრაციოზულ მოძრაობებსაც დაეტყო და მოგვიანებით კინოში წარმატებაში არც ისე მცირე როლი შეასრულა.
18 წლისა უკვე რამდენიმე ჩემპიონატის გამარჯვებული იყო - კარატესა და ბოდიბილდინგში, "მისტერ ბელგიის" ტიტულის მფლობელიც გახდა. ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია კარატესა და კიკბოქსინგში. შავი ქმარის მფლობელია და საბრძოლო კარიერაში 55 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 54 გამარჯვებით დაასრულა.
კინოში დებიუტი ჰქონდა 1988 წელს ფილმით "სისხლიანი სპორტი", რომელმაც არნახული წარმატება მოუტანა. დღეს მის ანგარიშზე 50-ზე მეტი ფილმია, რომელთაგან ბოლო 2013 წელს გამოვიდა. მსახიობობის გარდა, რეჟისორობა და პროდიუსერობაც სცადა და რამდენიმე ფილმში სიუჟეტის თანაავტორიც იყო.
გლედის პორტუგესთან ერთად
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვან დამის ცხოვრებაში ოფიციალურად ოთხი ქალი ფიგურირებდა. აქედან ერთზე - ბოდიბილდერ გლედის პორტუგესზე ორჯერ იქორწინა და დღესაც მის გვერდით არის. გლედისამდეც იყო მის ცხოვრებაში ერთი ქალი და გლედისის მერეც - დარსი ლაპიერი, რომელთანაც ერთი ვაჟი გაუჩნდა, ნიკოლასი.
დარსი ლაპიერთნ ერთად
გლედისთან კი ქალ-ვაჟი ჰყავს - კრისტოფერი და ბიანკა. კრისტოფერი და ბიანკა მის გზას გაყვნენ, მსახიობები და პროდიუსერები არიან.
მეუღლესა და სამ შვილთან ერთად
ვაჟ ნიკოლასთან ერთად
ბიანკას აღმოსავლური ორთაბრძოლებიც იტაცებს, მამის მსგავსად სპორტულ ცხოვრებას მისდევს და ხშირად მასთან ერთად მონაწილეობს ფოტოსესიებში.
ბიანკა
მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად