ბოლო წლებში ახალგაზრდა სუპერმოდელი ბელა ჰადიდი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალადაა აღიარებული და როგორც პლასტიკური ქირურგები ამბობენ, მისი სახე და ნაკვთები "ოქროს თანაფაროდბის" პრინციპთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, ამავდროულად, ცოტა ხნის წინ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა გოგონას პროტოტიპი, რომელსაც სამყაროში ქალის სილამაზის ეტალონი დაარქვა და ის სულაც არ ჰგავდა ბელას.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ყველაზე ლამაზ ქალად წოდებული გოგონა ცისფერი თვალებით, ქერა, გრძელ თმითა და სავსე ტუჩებით გამოირჩევა. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გასული საუკუნის ყველაზე ლამაზი ქალების მაგალითით იხელმძღვანელა და გოგონას სხვადასხვა შტრიხი შემატა. მაგალითად, მისი ნაკვთებიდან შეიძლება ამოვიცნოთ ბრუკ შილდსი, დაუტცენ კრეზი, დენის რიჩარდსი და კერი ოტისი.