ამ დღეებში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაასრულეს სწავლა - საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამები და ახლობლებთან ერთად ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს გამოემშვიდობნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მამა პეტრე კვარაცხელია, რომელსაც პეტრე კოლხის სახელითად იცნობენ, ქალიშვილის - მარიამის საგულშემატკივროდ მივიდა სტუდენტების გამოსაშვებ საღამოზე და შვილიშვილთან ერთად მოაწყო ფოტოსესია.
მარიამს თავისი პატარა ვაჟი ზუ და დედაც გულშემატკივრობდნენ.