"პირველი ორსულობისას ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, ახლა არაფერი მაწუხებს, მაგრამ... ჩემს ქმარს ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს... თქვენც გქონდათ მსგავსი რამ?" - ნუკი კოშკელიშვილი - მშობლები

"პირველი ორსულობისას ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, ახლა არაფერი მაწუხებს, მაგრამ... ჩემს ქმარს ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს... თქვენც გქონდათ მსგავსი რამ?" - ნუკი კოშკელიშვილი

2023-11-02 21:24:54+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება და ამასთან დაკავშირებით ვიდეობლოგი ჩაწერა სოციალურ ქსელში გამომწერებისთვის, თუ როგორ გრძნობს თავს ამ ორსულობაზე, როგორ ვარჯიშობს და როგორ ცდილობს ფორმის შენარჩუნებას.

"ეს ორსულობა ძალიან განსხვავდება წინა ორსულობისგან. ოვიზე საშინლად ვიყავი, ყველაფერზე გული მერეოდა, ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ახლა არაფერი არ მაწუხებს, გარდა იმისა, რომ ჩემი ქმარი მაღიზიანებს. რომ სუნთქავს, მგონია, რომ ჯიბრზე სუნთქავს, რომ მოძრაობს, მგონია, რომ ჯიბრზე მოძრაობს... ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს... თუ გქონდათ მსგავსი რამ, გამიზიარეთ..." - ამბობს ნუკი და საუბრობს ასევე იმაზე, რომ არ შეუწყვეტია ვარჯიში და სიმძიმეებსაც კი ეწევა, რადგან დაარწმუნეს, ეს სულაც არ არის აკრძალული ორსულობის დროს.

რა გამოდის, ქალისთვის ცხოვრება განაჩენია? არა, თუ გყავს გვერდში ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს, როგორიც ხარ... არავის მისცეთ უფლება, რამეში შეგზღუდოთ - ნუკი კოშკელიშვილის მიმართვა ქალებს
რა გაუმართლა ბენს... 8 წელი ჩემთან... საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში... - ნუკი კოშკელიშვილი და მისი ქმარი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავენ