სულ მალე 2024 წელი დადგება. მომდევნო წლის მთავარი სიმბოლო კი მწვანე ხის დრაკონია. ალბათ, ბევრი ჩვენგანი ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ხვდება. თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის საღამოს, რომ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, სახლში კი წარმატება, იღბალი და ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვოთ.
იმის გასაგებად, თუ როგორ მოვიზიდოთ იღბალი და ფული დრაკონის წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ მწვანე დრაკონის სიმბოლო. როგორც ამბობენ, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სახლის კარი წარმატებას გაუღოთ.
იღბლის მოსაზიდად მფრინავი დრაკონის სიმბოლო აირჩიეთ. ხოლო, თუ გამდიდრება გსურთ, უნდა შეიძინოთ მწვანე ფერის დრაკონის სიმბოლო ოქროსფერი მონეტებით. ასტროლოგები გირჩევენ, თუ გსურთ პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, წინსვლა გქონდეთ და საყვარელ ადამიანს შეხვდეთ - მაშინ, აირჩიეთ წითელი, დაწყვილებული დრაკონების სიმბოლო. თუ გინდათ, რომ კარიერული თვალსაზრისით, წარმატება მოიპოვოთ, მაშინ დრაკონის სიმბოლოს გვერდით, ქარვის სამკაული დადეთ.
ზოგადად, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი წლის საღამოს უპირატესობა მწვანე ფერს მიანიჭოთ. სუფრის გაფორმების, დეკორაციების თვალსაზრისით, შეეცადეთ, აქცენტი მწვანეზე გააკეთოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ გზით დრაკონის კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ და სახლში წასმატებასა და იღბალს მოიზიდავს. გარდა ამისა, დაამატეთ წითელი აქსესუარებიც.
მხოლოდ ხელოვნურ ნაძვის ხეზე ნუ კონცენტრირდებით. აირჩიეთ მარადმწვანე ტოტები, ცოცხალი მცენარეები, გააფორმეთ ფანჯრის რაფები, სუფრა, კედლები.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ დრაკონს განსაკუთრებით მოსწონს ფუფუნების, ძვირად ღირებული, ბრჭყვიალა ნივთები. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სუფრაზე პლასტმასის ჭურჭელი, დეკორაციები არ დადოთ. ხის, კერამიკის ჭურჭელი და დეკორაციები ყველაზე კარგი არჩევანია.
კარგი იქნება, თუ ახალ წელთან შესახვედრად აირჩევთ გულსაკიდს ან ბროშს, რომელსაც ხის ფორმა აქვს.
დრაკონს, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლი უყვარს. ამიტომ, საახალწლო სუფრაზე სანთლები არ უნდა დაგვავიწყდეს - მწვანე ან წითელი სანთელი სუფრაზე აუცილებლად განათავსეთ.
მაგიდის ცენტრში მოათავსეთ დრაკონის ფიგურა. ხოლო, სუფრა ჯობს, მწვანე, ან წითელ ფერებში იყოს.
თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს დაიცავთ, მაშინ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას მოიპოვებთ და სახლში იღბალსა და ფინანსურ კეთილდღეობას შეუშვებთ.