როდის არ უნდა დასაჯოთ ბავშვები და რა უშლით ხელს მკაცრი მშობლების შვილებს წარმატების მიღწევაში - მშობლები

როდის არ უნდა დასაჯოთ ბავშვები და რა უშლით ხელს მკაცრი მშობლების შვილებს წარმატების მიღწევაში

2024-01-16 08:58:12+04:00

ბევრ მშობელს სიმკაცრე აღზრდის განუყოფელ და აუცილებელ პირობად მიაჩნია. საზოგადოებაშიც ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ რაც უფრო მკაცრია მშობელი, მით უფრო მეტი წარმატებებია აქვთ ბავშვებს. თუმცა ფსიქოლოგები სხვანაირად ფიქრობენ.

აღმოჩნდა, რომ ზედმეტად მკაცრი მშობლების შვილები იშვიათად ისწრაფვიან წარმატებისკენ.

ოჯახებში, სადაც მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ ბავშვებთან მიმართებაში, სჯიდნენ მათ და ბავშვებს ერჩიათ მშობლებს თვალში არ მოხვედროდნენ, ასეთი ბავშვები ეჩვევიან უჩინრად ყოფნას, წყნარად და შეუმჩნევლად ყოფნა უფო კომფორტულად ეჩვენებათ და ქცევის ამ მოდელს სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც ავლენენ. როცა მშობელი ტავისი ქცევით აშინებს ბავშვს, ამ დროს პატარა სწავლობს ხერხებს, როგორ არ ცაუვარდეს ხელში გაბრაზებულ მამას ან დედას. სწორედ აქედან ეუფლება შეუმჩნევლად დარჩენის „ხელოვნებას“. ასეთ ადამიანს მომავალში დაწინაურება არ სურს, რადგან მისთვის ყურადღების ცენტრში აღმოჩენა იგივეა, რაც დასჯა.

თუმცა სიმკაცრე ყოველთვის დასჯას და დაშინებას არ ნიშნავს. მშობელმა გარკვეული წესები აუცილებლად უნდა დააწესოს, რაც პირველ რიგში, სწორედ ბავშვის ემოციური სტაბილურობისთვისაა აუცილებელი. წესებზე ჯერ ბავშვთან შეთანხმებაა საჭირო და შემდეგ მათი დაცვა როგორც ბავშვის, ისე მშობლის მხრიდან. ბუნებრივია, ბავშვი უნდა მიეჩვიოს ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ეს ყველაფერი ზემოხსენებულ „ზედმეტ“ სიმკაცრეში რომ არ გადაიზარდოს, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში სიხარულმა და ბედნიერების განცდამ წესებსა და შენიშვნებს აუცილებლად უნდა გადააჭარბოს. მეტი უნდა იყოს პოზიტივი, წნეხი კი - ნაკლები.

როდის არ უნდა დასაჯოთ ბავშვები?

  • როდესაც ბავშვი ავად არის ან თავს კარგად არ გრძნობს.
  • როცა ბავშვი უკვე ისედაც დამნაშავედ გრძნობს თავს, მაგალითად, იჩხუბა, ცუდი ნიშანი მიიღო, ან უბრალოდ, ცუდი დღე ჰქონდა.
  • როდესაც ბავშვი ჭამს, ძილის წინ და ძილის შემდეგ, თამაშის ან მეცადინეობის დროს.
  • თუ ბავშვი ცდილობს, მაგრამ ვერ გადალახა შიში, დაბნეულობა ან რაიმე ნაკლი.
  • თუ ბავშვი ძალიან მოძრავია და ამით გღლით და გაღიზიანებთ.
  • თუ ბავშვი ნელი, მოუქნელი და დაბნეული გეჩვენებათ.
  • თუ ცუდ ხასიათზე ხართ, დაღლილი, რაიმეზე გაბრაზებული და ამ დროს ჯავრის ბავშვზე ამოყრა ყოველთვის უსამართლობაა.
გოგონები, რომლებსაც ძალიან მკაცრი მამა ჰყავდათ, ხშირად ისეთივე მამაკაცს ირჩევენ მეუღლედ, ბიჭები კი ისეთ გოგონებზე ქორწინდებიან, რომლებიც დედას ჰგვანან - ფსიქოლოგების განმარტება