ბევრ მშობელს სიმკაცრე აღზრდის განუყოფელ და აუცილებელ პირობად მიაჩნია. საზოგადოებაშიც ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ რაც უფრო მკაცრია მშობელი, მით უფრო მეტი წარმატებებია აქვთ ბავშვებს. თუმცა ფსიქოლოგები სხვანაირად ფიქრობენ.
აღმოჩნდა, რომ ზედმეტად მკაცრი მშობლების შვილები იშვიათად ისწრაფვიან წარმატებისკენ.
ოჯახებში, სადაც მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ ბავშვებთან მიმართებაში, სჯიდნენ მათ და ბავშვებს ერჩიათ მშობლებს თვალში არ მოხვედროდნენ, ასეთი ბავშვები ეჩვევიან უჩინრად ყოფნას, წყნარად და შეუმჩნევლად ყოფნა უფო კომფორტულად ეჩვენებათ და ქცევის ამ მოდელს სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც ავლენენ. როცა მშობელი ტავისი ქცევით აშინებს ბავშვს, ამ დროს პატარა სწავლობს ხერხებს, როგორ არ ცაუვარდეს ხელში გაბრაზებულ მამას ან დედას. სწორედ აქედან ეუფლება შეუმჩნევლად დარჩენის „ხელოვნებას“. ასეთ ადამიანს მომავალში დაწინაურება არ სურს, რადგან მისთვის ყურადღების ცენტრში აღმოჩენა იგივეა, რაც დასჯა.
თუმცა სიმკაცრე ყოველთვის დასჯას და დაშინებას არ ნიშნავს. მშობელმა გარკვეული წესები აუცილებლად უნდა დააწესოს, რაც პირველ რიგში, სწორედ ბავშვის ემოციური სტაბილურობისთვისაა აუცილებელი. წესებზე ჯერ ბავშვთან შეთანხმებაა საჭირო და შემდეგ მათი დაცვა როგორც ბავშვის, ისე მშობლის მხრიდან. ბუნებრივია, ბავშვი უნდა მიეჩვიოს ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ეს ყველაფერი ზემოხსენებულ „ზედმეტ“ სიმკაცრეში რომ არ გადაიზარდოს, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში სიხარულმა და ბედნიერების განცდამ წესებსა და შენიშვნებს აუცილებლად უნდა გადააჭარბოს. მეტი უნდა იყოს პოზიტივი, წნეხი კი - ნაკლები.