ცნობილი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი 60 წლის გახდა. იუბილე ქალიშვილებისა და მეგობრების წრეში, შინაურულად გადაიხადა. საღამოს იყო ტორტი, ბევრი ცეკვა და სიმღერა. თავად ვარსკვლავი კი უწინდებურად შესანიშნავ ფორმაშია და ისევე ლამაზი და აქტიური, როგორც ყოველთვის.