თათია შარანგია ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს - "პარასკევია ის ბედნიერი დღე, როცა ხუთივე ბავშვი იკრიბება ჩვენთან სახლში და გვაქვს ჟრიამული..." - მშობლები

თათია შარანგია ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს - "პარასკევია ის ბედნიერი დღე, როცა ხუთივე ბავშვი იკრიბება ჩვენთან სახლში და გვაქვს ჟრიამული..."

2024-01-27 12:24:05+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ოჯახური ცხოვრების ვიდეოს აქვეყნებს. თათია ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ჯარჯი თორაძე პარასკეობით უყრიან თავს ხუთივე შვილს (ჯარჯის ორი ქალიშვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან, ხოლო თათიას - სამი ვაჟი, წინა ორი ქორწინებიდან). "პარასკევი - ოჯახის გამორჩეულად ძვირფასი დღეა, როცა ხუთივე ბავშვი ჩვენთანაა, ერთად ვიკრიბებით და გვაქვს ჟრიამული". როგორც ვიდეოდან ჩანს, ჯარჯის გოგონებთან თათიამ შესანიშნავი ურთიერთობა ააწყო და ძილის წინაც ითხოვენ მასთან საგანგებო გამომშვიდობებას.

3 ბიჭი მყავს, მაგრამ 5 ბავშვის დედა ვარ... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი - თათია შარანგია
მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ძალიან აფექტური ადამიანი ვარ, ჯარჯიც ძალიან ემოციურია. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი - თათია შარანგია