რა უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული 5 წლის ბავშვს? - რა უნდა შეეძლოს და იცოდეს - მშობლები

რა უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული 5 წლის ბავშვს? - რა უნდა შეეძლოს და იცოდეს

2024-02-10 11:49:06+04:00

სტატიას წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი".

yda-1706854637.jpg

ყველა ბავშვი სხვადასხვა ტემპით ვითარდება , მაგრამ განვითარების ძირითადი ეტაპები ყველასთვის საერთოა. რა უნდა იცოდეს და შეეძლოს 5 ბავშვს 5 წლის ასაკში?

უხეში მოტორული უნარები

საუბარია ხტომის უნარზე. უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე ხტომა, სირბილი, ცოცვა, ბარიერზე გადახტომა. ხუთი წლის ბავშვებს ჩვეულებრივ უკვე აქვთ კარგად განვითარებული სხეულის ბალანსი და კოორდინაცია.

რა სჭირდება განვითარებისთვის 5 წლის ბავშვს და როგორ შევუწყოთ ხელი მის სასკოლო მზაობას

ნატიფი მოტორული უნარები

ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილების და ფეხსაცმლის შეკვრა ხუთი წლის ბავშვისთვის პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. რაც უფრო კარგად აკონტროლებს ხელებს, მით უფრო ადვილად ისწავლის წერას.

თუ თქვენს შვილს არ აქვს მოტორული უნარები განვითარებული, მაშინ აღარ უნდა იწუწუნოთ, რომ მისი გონება ცუდად მუშაობს“

Სოციალური უნარები

ხუთი წლის ასაკში ბავშვები უფრო ადვილად უნდა ეგუებოდნენ ახალ გარემოს, პოულობდნენ თანატოლებთან, და ზოგჯერ უფროსებთანაც, კომუნიკაციის გზებს და ურთიერთობების დამყარებას სწავლობენ.

ბავშვის თავისუფლად გაზრდა შენიშვნის არმიცემას არ ნიშნავს - თამარ გაგოშიძე მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე საუბრობს

მეტყველება

ხუთი წლის ასაკში უკვე გამართულად უნდა მეტყველებდეს. ლექსიკურ მარაგს აქტიურად იყენებდეს და მისი მეტყველების უნარი უკვე საშუალებას აძლევდეს უფროსებს, სრულყოფილად გაიგონ, რას ამბობს.

თუ მეტყველების დარღვევები 6 წლის შემდეგაც არსებობს, სჯობს, ბავშვის სკოლაში შეყვანა გადადოთ - ფსიქოფიზიოლოგები მეტყველების პრობლემებზე

Პირადი ჰიგიენა

ხუთი წლის ბავშვები თავად (შესაძლოა მშობლების მცირე დახმარებით) უნდა იხეხავდნენ კბილებს, იბანდნენ თავს და იყენებდნენ ტუალეტის ქაღალდს.

როგორ უნდა იქცეს შვილი დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელიც მშობლების კი არა, საკუთარი თავის იმედზეა - მშობლისგან გამოყოფის და მასზე მიჯაჭვულობის ნიშნები

კბილები

დაახლოებით ხუთი წლის ასაკიდან სარძევე კბილების მოლარებით ჩანაცვლების პროცესი იწყება. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს სტომატოლოგის დახმარება და კონტროლი დასჭირდება.

რომელ ასაკში როგორი მოვლა სჭირდება ბავშვის კბილებს - დაბადებიდან 5-6 წლამდე

კვება

ხუთი წლის ასაკში ბავშვი არა მხოლოდ თავის ხელით უნდა ჭამდეს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდაზე დანა-ჩანგლის გამოყენებაც უნდა შეეძლოს.

რა პროდუქტები უნდა იყოს აუცილებლად ბავშვის დღის რაციონში, რომ ის ჯანსაღად იკვებებოდეს - პედიატრის პასუხი

წესების დაცვის უნარი

ამ ასაკში დროა შემოვიტანოთ ქცევის ყოველდღიურ წესები, რისთვისაც ბავშვი, შეიძლება, დავაჯილდოვოთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ, რომ წესების კარგად დაცვისთვის ბავშვი ხშირად შეაქოთ.

yda-1706854637.jpg