სტატიას წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი".
ყველა ბავშვი სხვადასხვა ტემპით ვითარდება , მაგრამ განვითარების ძირითადი ეტაპები ყველასთვის საერთოა. რა უნდა იცოდეს და შეეძლოს 5 ბავშვს 5 წლის ასაკში?
საუბარია ხტომის უნარზე. უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე ხტომა, სირბილი, ცოცვა, ბარიერზე გადახტომა. ხუთი წლის ბავშვებს ჩვეულებრივ უკვე აქვთ კარგად განვითარებული სხეულის ბალანსი და კოორდინაცია.
ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილების და ფეხსაცმლის შეკვრა ხუთი წლის ბავშვისთვის პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. რაც უფრო კარგად აკონტროლებს ხელებს, მით უფრო ადვილად ისწავლის წერას.
ხუთი წლის ასაკში ბავშვები უფრო ადვილად უნდა ეგუებოდნენ ახალ გარემოს, პოულობდნენ თანატოლებთან, და ზოგჯერ უფროსებთანაც, კომუნიკაციის გზებს და ურთიერთობების დამყარებას სწავლობენ.
ხუთი წლის ასაკში უკვე გამართულად უნდა მეტყველებდეს. ლექსიკურ მარაგს აქტიურად იყენებდეს და მისი მეტყველების უნარი უკვე საშუალებას აძლევდეს უფროსებს, სრულყოფილად გაიგონ, რას ამბობს.
ხუთი წლის ბავშვები თავად (შესაძლოა მშობლების მცირე დახმარებით) უნდა იხეხავდნენ კბილებს, იბანდნენ თავს და იყენებდნენ ტუალეტის ქაღალდს.
დაახლოებით ხუთი წლის ასაკიდან სარძევე კბილების მოლარებით ჩანაცვლების პროცესი იწყება. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს სტომატოლოგის დახმარება და კონტროლი დასჭირდება.
ხუთი წლის ასაკში ბავშვი არა მხოლოდ თავის ხელით უნდა ჭამდეს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდაზე დანა-ჩანგლის გამოყენებაც უნდა შეეძლოს.
ამ ასაკში დროა შემოვიტანოთ ქცევის ყოველდღიურ წესები, რისთვისაც ბავშვი, შეიძლება, დავაჯილდოვოთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ, რომ წესების კარგად დაცვისთვის ბავშვი ხშირად შეაქოთ.