თათია შარანგიას და ჯარჯი თორაძის ოჯახურ იდილიას, ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელში. მნიშვნელივან მოვლენებსა და ყოველდღიურობას თათია გულშემატკივრებს ინტერნეტის საშუალებით უზიარებს. ამ მხრივ არც ჯარჯის დაბადების დღე იყო გამონაკლისი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, მეუღლემ და ახლობლებმა ჯარჯის სიურპრიზი მოუწყვეს და სახლში დაბრუნებულს სადღესასწაულო განწყობა და სუფრა დაახვედრეს. თათიამ საყვარელ ქმარს დაბადების დღე საჯაროდაც მიულოცა:
"18 თებერვალს დაიბადა ჩემი კუთვნილი პირველი (მეორე) ნახევარი. რა კარგია, რომ დაიბადე. 1.6 წელია არაფერი მინდა უშენოდ და ასე იქნება მარადიულად. ერთხელ ვთქვით და სულ გავიმეორებ - “მე და შენ ხელიხელ ჩაკიდებულები ვივლით ცხოვრების იმ ხანგრძლივ გზაზე, რასაც ღმერთი შემოგვთავაზებს”. მიყვარხარ, ჯარჯი… ყველაზე ბედნიერი გვყოლოდე. სადაც შენ ხარ, იქ მუდამ ზეიმია".
თეკლა ჟვანია