ყიფშიძეების ოჯახის კიდევ ერთი მსახიობი წარმომადგენელი - ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეოთი და ტექსტით ულოცავს დაბადების დღეს უმცროს ძმას - კოსმოს, რომელიც უკვე 4 წლისაა.
"დღეს კოსმო 4 წლის გახდა! ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება. ბედნიერი ვარ, რომ შენი ჩახუტებით ვთბები. მინდა, რომ ასეთი უსაზღვროდ ბედნიერი იყო მუდამ და სხვებსაც უფერადებდე სამყაროს".
როგორც ცნობილია, კოსმოს მშობლები - გიორგი და ენი დაშორდნენ და ბავშვებს - კოსმოს და ლუნას - ძირითადად გიორგი ზრდის. ნატალიაც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და საკმაოდ დიდ დროს ატარებს ხოლმე უმცროს და-ძმასთან.
გიორგი ყიფშიძეც აქვეყნებს ვიდეოს ვაჟის დაბადების დღესთან დაკავშირებით.