როდემდე გაგრძელდება საქართველოში ნალექიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ნალექიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2024-03-18 12:52:54+04:00

საქართველოში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ მოგვაწოდა:

"აღმოსავლეთ საქართველოში დღეს დღის ბოლომდე და ხვალაც ღრუბელი, ნისლი, წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. თბილისშიც ნალექიანი ამინდი 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოში ხვალ ყველგან გაწვიმდება. 21 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 21 მარტს კი +17 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ დღის ტემპერატურა +7, +12 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 21 მარტს კი +16 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ხვალ და ზეგ +10, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 21 მარტს კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე მოიმატებს", - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება მარტის ზოგად პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი, ნალექების რაოდენობა კი კლიმატურ ნორმასთან ახლოს იქნება.

თამარ იაკობაშვილი

ცალკეულ დღეებში შეიძლება მინუს 10 გრადუსამდე დაიწიოს ტემპერატურამ, ცალკეულ დღეებში კი +27 +28 გრადუსსაც მიაღწევს - როგორ ამინდებს ველოდებით მარტში