"მესამე ბედნიერი წელია, შენთან ვიღვიძებ... მიყვარხარ, ლამაზო და კეთილო ჩემო ქმარო! მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად" - როგორ აღნიშნა ნანუკა გულუამ მეუღლის დაბადების დღე (ვიდეო) - მშობლები

"მესამე ბედნიერი წელია, შენთან ვიღვიძებ... მიყვარხარ, ლამაზო და კეთილო ჩემო ქმარო! მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად" - როგორ აღნიშნა ნანუკა გულუამ მეუღლის დაბადების დღე (ვიდეო)

2024-03-29 22:14:05+04:00

ნანუკა გულუას მეუღლე კახა კაშიას დღეს დაბადების დღე აქვს და მეუღლემ ემოციური ტექსტით მიულოცა სოციალურ ქსელში, მერე კი წვეულებაზე ერთად ჩააქრეს სანთლები ტორტზე და იცეკვეს.

"კახა, გილოცავ! ღმერთმა ჯანმრთელი გვიმყოფოს შენი თავი, დანარჩენს ყველაფერს შეძლებ, რასაც მოინდომებ, შენი უსაზღვრო შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, გონიერებით, ერთგულებით... მესამე ბედნიერი წელია. შენთან ვიღვიძებ და ყოველ დილას თავიდან ვბედნიერდები შენი დანახვით... მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად. მიყვარხარ, ლამაზო და კეთილო ჩემო ქმარო, ყველა მიყვარხარზე ძლიერად. მადლობა, რომ დედა გამხადე ამ ორი ღვთის სასწაულის. მადლობა მომავალში ყველა ბედნიერი დღისთვის, რაც გველოდება! ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, ყოველთვის!" - წერს ნანუკა.

434582969-1621659571992060-3658182034816458867-n-1711736375.jpg430477454-10228467705909156-8333831587264410308-n-1711736375.jpg

თუ უფლის ნება იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ... ცოტა პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8-10 შვილი... თავის დროზე 65 კილო დავიკელი, რეკორდსმენი ვარ... - ნანუკა გულუა
გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია! - ნანუკა გულუა დაკარგულ ძმას ეძებს