ორიოდე დღის წინ ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერდა: მეგობრებო, ვერ გპასუხობთ, მაპატიეთ! გადავრჩი, მეორედ დავიბადე ღვთის წყალობით... შოკიდან გამოვალ და ყველას გიპასუხებთ..." როგორც იქვე კომენტარებში გაირკვა, ნანუკა ავარიაში მოყვა: "ავარიაში მოვყევი, საჭესთან მე ვიჯექი, მარტო ვიყავი მანქანაში... წინ გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით სანაპიროზე... არაფერი მჭირს, გადავრჩი!"
მოგვიანებით კი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მადლობის ტექსტი და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად არის და ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ქალიშვილთან ერთად.