ყაზახ ექს-მინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24 წელი მიუსაჯეს - "მე ვერ გავიარე ზნეობის ტესტი..." - მშობლები

ყაზახ ექს-მინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24 წელი მიუსაჯეს - "მე ვერ გავიარე ზნეობის ტესტი..."

2024-05-13 23:18:48+04:00

გახმაურებული მკვლელობის სასამართლო განხილვები დასრულდ და ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნეს. ცოლის მკვლელობისთვის და კიდევ რამდენიმე სხვა დანაშაულისთვის, რაც იმ ღამეს ჩაიდინა, სამხილების დამალვის ჩათვლით, მას 24 წლით პატიმრობა მიესაჯა.

უკანასკნელი სიტყვა სასამართლოზე მან მოკლედ წარმოთქვა 8 მაისს, როცა მიმართა შეკრებილებს და მოსამართლეს. მან ისაუბრა ღმერთზე და მის გამოცდებზე, რომლებსაც ადამიანი ცხოვრებაში გადის. იმ ღამის მოვლენები მან "ღმერთის ტესტს" შეადარა. "გვინდა თუ არა, ვაცნობიერებთ თუ არა, ყოველდღე გავდივართ ამ ტესტს. ტესტს ზნეობის ყველაზე მაღალ ფასეულობებზე. იმ დღეს, უფრო სწორად, 8-9 ნოემბრის ღამეს, მე ეს ტესტი ვერ გავიარე... ჩემი ქმედებები იქცა ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად", - აღნიშნა ბიშიმბაევმა.

6096a4d0-0ecb-11ef-ae5b-6f3cb4b494be-1715628654.jpg

ისე ვურტყამდი, რომ სასიცოცხლო ორგანოები არ დამეზიანებინა... - კადრები გახმაურებული სასამართლოდან და მოძალადის გამაოგნებელი აღიარება

სალტანატის სიკვდილის შემდეგ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ყოფილმა მინისტრმა ვიდეო ჩაწერა და მთელი ქონება ყოფილ ცოლსა და შვილებს დაუტოვა - ახალი დეტალები გახმაურებული მკვლელობის საქმეზე
მეც 31 წლის ვიყავი, როგორც სალტანატი, როცა მოკლეს... ბედნიერების ნაცვლად დიდი შავი ხვრელი მქონდა გულში - ბიშიმბაევის ყოფილმა ცოლმა დუმილი დაარღვია