"თუ თქვენ მოინდომებთ, ნებისმიერ დროს დაიწყებთ ნულიდან... არ უნდა შეგაშინოთ წლებმა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალბატონებს მიმართავს - მშობლები

"თუ თქვენ მოინდომებთ, ნებისმიერ დროს დაიწყებთ ნულიდან... არ უნდა შეგაშინოთ წლებმა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალბატონებს მიმართავს

2024-09-04 22:57:54+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 44 წლის, ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ასაკი სრულიად არ არის საშიში, მთავარი შინაგანი განწყობაა და სურვილი, მიზანი, იყო ისეთი, როგორიც გინდა, რომ იყო. ეს მან საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა, როცა საკმაოდ დიდხნიანი ბრძოლა წონასთან დაასრულა, სასურველ ფორმაში ჩადგა და ახლაც შესანიშნავ ფორმაშია. ქუჩაშიც ეუბნებიან ქალბატონები, რომ მათთვის სტიმულია.

"ზოგი ისე ხდება 100 წლის სიბერის შიში არ იცის რა არის, ზოგი კი ამ უაზრო ფიქრის აკვიატებას ძალიან ახალგაზრდა იწყებს. მე, 37 წლის ვიყავი, როცა პირველად შემეშინდა ასაკის... ახლა, ამ გადასახედიდან კი მეცინება, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. ახლა მგონია, რომ სინამდვილეში ყველაფერი წინაა. რაც არ უნდა შეგაშინოთ წლებმა და რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, იცოდეთ, თუ თქვენ მოინდომებთ, ნებისმიერ დროს დაიწყებთ ნულიდან. და მინდა იცოდეთ, გოგოებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თუ თქვენი სტიმული ვარ", - წერს სოციალურ ქსელში.

snapinsta-1725477292.app_387269142_995970318182387_3345055142008164075_n_1080.jpg

snapinsta-1725477292.app_456516955_403762952330199_2396396665810016729_n_1080.jpgsnapinsta-1725477292.app_445594518_18436726687058228_8677736908298218190_n_1024.jpgsnapinsta-1725477292.app_445497933_18436726762058228_639159319965469844_n_1024.jpg

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული
პირველ კადრში 33 წლის ვარ, ბოლოში - 43-ის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წინაა - ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოს ავრცელებს
მრავალწლიანი ომი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია - ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს