უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
"უკეთილშობილესი გოგო იყო, შოკში ვარ. სამი შვილის დედა იყო. ღამეებს აბამდა, ისე მუშაობდა მისი შვილებისთვის. საოცარი, თბილი, მოსიყვარულე გულიანი გოგო იყო. არ ვიცი რა ვთქვა, შოკი მაქვს სრული, ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ძალიან მაგარი ადამიანი. ღმერთო არ ვიცი რა ვთქვა.
მე მაგ ბავშვს არ ვიცნობ და არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც ვიდეოში ვნახე უმძიმესია, ხელები აქვს სისხლიანი, აშკარად ჩანს კადრებში. როგორც ვიცი, ცივი იარაღით ჰყავს მოკლული", - ამბობს ნინო ხოჭოლავას მეგობარი....განაგრძეთ კითხვა