თეონა კონტრიძე სულ აღნიშნავდა, რომ წონა მისთვის სცენაზე ხელისშემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა და ის მაყურებლის წინაშე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა. თუმცა, მომღერალმა 2023 წელს გადაწყვიტა, ზედმეტი კილოგრამები საბოლოოდ მოეშორებინა.
ახლახან თეონამ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ შეიცვალა მისი სხეული მას შემდეგ, რაც წონაში კლების პროცესი დაიწყო. მომღერალმა აღნიშნა, რომ 25 კილოგრამი დაიკლო.
კონტრიძე ამბობს, რომ ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა, რადგან გემრიელად ჭამა უყვარს. მომღერალმა ისიც თქვა, რომ წონაში ჯანსაღად დაიკლო. პერიოდულად კი, საკუთარ თავს უფლებას აძლევდა, არაჯანსაღი პროდუქტები მიეღო.
"2024 წლის 4 ოქტომბერი იყო წელი, როდესაც ზედმეტ კილოგრამებთან ბოლო ბრძოლა მოვიგე. წონა ნამდვილად ზედმეტი იყო! ეს ვიდეო ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი პოტენციალით საკუთარ თავზე მუშაობს." - დაწერა 48 წლის მომღერალმა.
თეონამ ისიც აღნიშნა, რომ ჰორმონალურ ცვლილებებს წონაში კლების პროცესში ხელი არ შეუშლია:
"მენოპაუზა, მენოპაუზა... ყველაფერი შესაძლებელია, მე ამის მტკიცებულება ვარ! მიყვარხართ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც 25 კილოგრამის დამშვიდობებაში დამეხმარა." - თქვა მომღერალმა.
თეონას გულშემატკივრები მომღერლის ახალი იმიჯით აღფრთოვანდნენ და მას უამრავი თბილი კომენტარი დაუტოვეს.
თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა ვერ დაიჯერა, რომ თეონა კონტრიძემ წონაში ჯანსაღად დაიკლო და მომღერალი "ოზემპიკის" გამოყენებაში დაადანაშაულეს. ზოგი წერდა იმასაც, რომ მომღერალმა ბარიატრიას მიმართა. თუმცა, თეონა კონტრიძე გულშემატკივრებს ეუბნება, რომ 25 კილოგრამის დაკლება სწორი კვებისა და დისციპლინის დახმარებით მოახერხა.
ცნობისათვის, ოზემპიკზე თეონას აქამდე საჯაროდ აქვს განცხადება გაკეთებული, რადგან სწორედ მისი დახმარებით დაიკლო წონაში მისმა ქალიშვილმა და თეონამ მაშინ აღნიშნა, რომ ნანობდა ამ პრეპარატის გამოყენებას.