ეს ნიშნავს, რომ ქალის ფეხმძიმობის ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან, როცა მომავალი დედა არც კი ეჭვობდა ფეხმძიმობას. ასე შემთხვევით არ ხდება. კონკრეტული დღის ათვლა ძალიან რთულია. რადგან თითოეული ქალი იდივიდუალურია. იმისათვის, რომ არც მომავალი დედა დაიბნეს და არც მეან-გინეკოლოგი, ასეთი ათვლის სისტემა არსებობს.
პირველ კვირაში თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
კვერცხუჯრედი და
სპერმატოზოიდი.
პატარას წონაა:
0 გრამი;
პატარას სიგრძეა:
0 მმ.
რა ხდება ფეხმძიმობის პირველ კვირას?
ფაქტის მიხედვით, ფეხმძიმობის პირველ კვირას არანაირი ფეხმძიმობა არ ფიქსირდება. რადგან ამ პერიოდში ფოლიკულში კვერცხუჯრედის განვითარება იწყება, რომელიც მენსტრუაცის მე-12-მე-14 დღეს დასრულდება. ეს იდეალურ ვარიანტში. სინამდვილეში, ოვულაცია - კვერცხუჯრედის ჩამოყალიბება და მისი ფოლიკულიდან გათავისუფლება - შეიძლება ვარირებდეს სხვადასხვა ფაქტორსა და მენსტრუაციის ციკლის ხანგრძლივობაზე (ზოგიერთ ქალს ის გრძელი აქვს, ზოგს - მოკლე).
რას ჰგავს პატარა ფეხმძიმობის პირველ კვირაში
ფეხმძიმობის პირველ კვირას თეორიულს ეძახია, რადგან მისი დადასტურება ჯერ არ მომხდარა.
თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის პირველ კვირაში
ჯერ შეგრძნებებიც არ არსებობს. ქალი თავს ნორმალურად გრძნობს. ფეხმძიმობის ნიშნები გამოხატული არაა, ამიტომ რაიმეს თქმა ნაჩქარევია.
რჩევა პირველი კვირის ფეხმძიმობისას
თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი სიცოცხლე ამ თვეში უნდა ჩაისახოს, უნდა იზრუნოთ, რომ ფეხმძიმობამ მომავალ კვირებში სიამოვნება მოგანიჭოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა (თუ ასეთი გაქვთ) და ცხოვრების არასწორი წესისგან. გახსოვდეთ, რომ ტოქსინები და მომწამვლელი ნივთიერებები ორგანიზმში იბუდებს და მათ გამოსადევნად ოვულაციამდე დარჩენლი 2 კვირა სავსებით საკმარისია. აგრეთვე მნიშვნელოვანია ქალის შინაგანი განწყობა. ამიტომ, მოერიდეთ სტრესს, გადაღლას, ნერვულ დაძაბულობას, კონფლიქტს. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, რომლებიც ვირუსული ინფექციის მატარებლები არიან.
როგორ უნდა ჩაისახოს ბიჭი ან გოგო - სქესის დაგეგმვის რეკომენდაციები