mshoblebi

ფეხმძიმობის მესამე კვირა
კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ოვულაციის შუა პერიოდში - მე-12-მე-14 დღეს, პირველი მენსტრუაციიდან. სპეციალისტები ფეხმძიმობის ათვლას მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყებენ.


თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ყვავილის მტვერი:

პატარას წონაა:
0,3 გრამი;

პატარას სიგრძეა:
0,3 მმ.


იმისათვის, რომ თქვენი ფეხმძიმობის ათვლის პერიოდი არ შეგეშალოთ, თქვენც ამ ხერხს მიმართეთ. გსურთ გამოითვალოთ მშობიარობის სავარაუდო თარიღი? ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს გამოაკელით 3 თვე და მიუმატეთ 1 კვირა.

რა
ხდება ფეხმძიმობის მესამე კვირაში?

კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით განაყოფიერების შემდეგ ჩანასახის - ზიგოტას ფორმირება ხდება. 3 დღის განმავლობაში ის საშვილოსნოს მილიდან საშვილოსნოში გადაინაცვლებს, სადაც დამაგრდება და განვითარებას გააგრძელებს. ამ პერიოდისთვის ზიგოტა ერთუჯრედიანი კი არა უკვე 100-უჯრედიანი იქნება.

რას ჰგავს პატარა 3 კვირის ფეხმძიმობისას?
მისი მიკროსკოპით დანახვა ჯერჯერობით შეუძლებელია. სპეციალისტების თქმით, ფეხმძიმობის მესამე კვირაში ის სფეროს ჰგავს. სანამ ზიგოტა გადაადგილდება, დედისა და მამის ქრომოსომები ინასკვება და მომავალი პატარას თვალის, თმის, კანის ფერი, სასქესო ორგანოები და ტემპერამენტიც კი ყალიბდება.

თქვენი შეგრძნებები
ფეხმძიმობის მესამე კვირაში

ფეხმძიმობის პირველ მინიშნებას მკერდი გასცემს, მგრძნობიარობა მოიმატებს და ზომაც. ძუძუს თავი ოდნავ შეშუპდება და ფერს იცვლის. ეს ნორმალურიი მოვლენაა და ნერვიულობა არ ღირს. ფეხმძიმობის დადგომის კიდევ ერთი მანიშნებელია პირში ნერწყვის მომატება. ნუ განიცდით, უსიამოვნო შეგრძნება მალე გაივლის.

მესამე კვირის რჩევა
ფეხმძიმობის დადგომას ტესტი დაგიდასტურებთ. ის შარდში ფეხმძიმობის ჰორმონზე რეაგირებს. როგორც კი ტესტი ფეხმძიმობას აღნიშნავს, შეწყვიტეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა. ნებისმიერი წამალი დალიეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ისიც კი, რომელსაც ნაყოფის განვითარებისთვის უვნებლად მიიჩნევთ.

mshoblebi
ორსულობამ რომ მკერდი არ "გაგიფუჭოთ" - მარტივი და საიმედო რჩევები




mshoblebi

ლოცვა, რომელიც ორსულ ქალს იცავს







mshoblebi
რით უნდა იკვებოს ორსული, რომ "სტრიები" არ გაუჩნდეს











6593
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```