mshoblebi
ფეხმძიმობის მეშვიდე კვირა
ფეხმძიმობი მეშვიდე კვირას საშვილოსნო ოდნავ დიდება ჰორმონებიც ცოტათი "მშვიდდებიან".

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

ბრინჯის მარცვალი:

პატარას წონაა:
1,8 გრამი;
პატარას სიგრძეა:
2 მმ.



რა ხდება ფეხმძიმობის მეშვიდე კვირაში?

განწყობის მკვეთრი ცვლილება, ზოგჯერ მოთენთილობა, რაც ხელს უშლის მუშაობას. მაგრამ ამ პერიოდს პლუსებიც აქვს. ჰორმონების ზემოქმედებით შეიძლება საკუთარ თავში ახალი ტალანტები აღმოაჩინოთ. ყურადღება მისაქცევია გამონადენი. ის მოყვითალო ფერის უნდა იყოს, მკვეთრი სუნით. თუ
გამონადენს სისხლიანი ელფერი დაკრავს, სწრაფად მიაკითხეთ ექიმს.

რას ჰგავს პატარა შვიდი კვირის ფეხმძიმობისას?
ახლა თქვენი პატარა უკვე ბრინჯის მარცვლის ხელა გაიზარდა. 7 კვირის თავზე ის უკვე ემბრიონი კი არა, სრულყოფილი ნაყოფია. გარეგნულად ადამიანის შემცირებულ ასლს ჰგავს, კუდიანს. კარგად ჩანს ბავშვის ხელები და ფეხები. თითები ჯერ ისევ შეზრდილი აქვს. გრძელდება პატარას ტვინის, სასქესო ორგანოების, სასუნთქი სისტემის ფორმირება. სახეზე უკვე ჩნდება პირი, ცხვირი, ნესტოები. ნაყოფი სწავლობს ჭიპლარის "გამოყენებას": იღებს ჟანგბადს, სასარგებლო ნივთიერებებს.

თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეშვიდე კვირაში
უკვე შეამჩნევთ წონაში მატებას. თუ ტოქსიკოზის ინტენსიური გამოვლინება გქონდათ, შეიძლება რამდენიმე კილოგრამიც დაგეკლოთ. ხოლო თუ ყველაფერი ნორმის მიხედვით ხდება, დაახლოებით 2 კილო გექნებათ მომატებული. მაგრამ გარეგნულ ცვლილებებს ჯერ
ვერ შეატყობთ და საყვარელ ჯინსს კიდევ ერთი თვე ჩაიცვამთ. იმის გამო, რომ პატარა დედის ორგანიზმიდან იკვებება, შეამჩნევთ, რომ თმამ ბზნივარება დაკარგა, ფრჩხილები მტვრევადი გახდა.

მეშვიდე კვირის რჩევა
თუ ქალთა კონსულტაციაში ჯერ არ ყოფილხართ, დროა მიხვიდეთ. ამ პერიოდში ფეხმძიმობის შეწყვეტის რისკი მატულობს ამიტომ მაქსიმალურად მოუფრთხილდით საკუთარ თავს. არ ასწიოთ სიმძიმე, ნაკლები ინერვიულეთ. ახლა მაქსიმალურად უნდა იზრუნოთ თქვენში არსებულ პატარის ბედზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას, არანაირი სწრაფი კვების ობიექტები.
mshoblebi

10 ყველაზე საინტერესო ფაქტი ორსულობაზე




mshoblebi

ორსულობა და მედიკამენტები - რა უნდა ვიცოდეთ?
11023
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```