mshoblebi

ფეხმძიმობის მეცხრე კვირა
მეცხრე კვირიდან ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრი იწყენა. სიმართლე თუ გსურთ, ეს ჩასახვიდან მეშვიდე კვირაა. განწყობის ცვალებადობა იკლებს, უკვე შეგუებული ხართ თქვენს მდგომარეობას და მოგწონთ კიდეც ფეხმძიმედ ყოფნა.


თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

ფინიკი:
პატარას წონაა:
4 გრამი;
პატარას სიგრძეა:
2,5 სმ.


რა ხდება ფეხმძიმობის მეცხრე კვირაში?
ფეხმძიმობის მეცხრე კვირა გარშემო მყოფების თვალისთვის ჯერ შესამჩნევი არაა, მაგრამ თავად შეამჩნევთ, რომ საყვარელი კაბა წელზე უკვე
შეგივიწროვდათ.

რას ჰგავს პატარა 9 კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა უკვე ოთხ გრამს იწონის. თითები უკვე დაშორდა ერთმანეთს და მოძრაობა უფრო კოორდინირებული გახდა. ამ პერიოდში პატარას ტვინი უკვე ორ ნაწილადაა დაყოფილი. ცოტაც და გაქრება კუდი და ხერხემალი უფრო სწორი გახდება. გრძელდება პლაცენტას ჩამოყალიბება.

თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეცხრე კვირაში
ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო, გულისრევის შეგრძნებასა და პირღებინებას შეიძლება თავის ტკივილები დაემატოს. განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობთ მას, თუ რაციონალურ კვებაზე უარს ამბობთ და რეჟიმს არღვევთ. რეგულარული შიმშილის შეგრძნება, გაუწყლოება, სტრესი, დაღლილობა და ჟანგბადის ნაკლებობა კაპილარების სპაზმს იწვევს.
შეიძლება გაგიკვირდეთ საკუთარი მადის და გემოვნური ცვლილებების გამო. ნუ შეგეშინდებათ! მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია და ორგანიზმის მოთხოვნილება. მან უკეთ იცის რომელი
ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება.
მუცელში შეიძლება წარმოიშვას უჩვეულო სპაზმები. ამის მიზეზი პატარას საშვილოსნოში მოძრაობაა. განსაკუთრებით შეიძლება გაძლიერდეს ტორტის ნაჭრის ჭამის შემდეგ, ან როცა პატარას ასლოკინებს. ნუ შეგეშინდებათ, ეს შეგრძნება მალევე გაგივლით. სლოკინი კი პატარას დისკომფორტს არ უქმნის. თუ მუცლის სპაზმს კიდურების კრუნჩხვა ახლავს, ტკივილი ზურგის არეში და მუცლის დაბუჟება _ სასწრაფოდ გაიქეცით ექიმთან.

მეცხრე კვირის რჩევა
კვება ისე დაარეგულირეთ, რომ ფეხმძიმობის მეცხრე კვირაში საკმარისი ცილა, კალციუმი და რკინა მიიღოთ. არ გიყვართ რძე? გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, ხორცითა და ყველით. ჭამეთ ბევრი ხილი. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ სეირნობას სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ დახუთულ და სიგარეტის კვამლით სავსე ოთახებს.

mshoblebi
როგორ უნდა იკვებოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრში





mshoblebi

რა აღიზიანებთ ორსულებს ყველაზ მეტად
11664
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```