ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთმა შვილმა თქვა უარი მამის გვარზე - ვივიენმა შოუბიზნესში მხოლოდ დედის გვარით შეაბიჯა - მშობლები

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთმა შვილმა თქვა უარი მამის გვარზე - ვივიენმა შოუბიზნესში მხოლოდ დედის გვარით შეაბიჯა

2024-05-27 18:12:20+04:00

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები, სამწუხაროდ, მშობლების კონფლიქტში მთლიანად არიან ჩართული. სასამართლო დავის პარალელურად, ბრედ პიტი ცდილობს შვილებთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა ისინი ძირითად დროს დედასთან ატარებენ და სულაც არ გამოხატავენ მამასთან ურთიერთობის სურვილს.

2023 წელს უფროსმა ქალიშვილმა ზაქარამ თქვა უარი მამის გვარზე და ჰუმანიტარულ კოლეჯში ჩარიცხვისას წარდგა, როგორც ზაქარა ჯოლი. ამჯერად მის კვალს მიჰყვა ბრედისა და ანჯელინას ბიოლოგიური ქალიშვილი, ტყუპისცალი ვივიენი.

15 წლის გოგონა დედას ეხმარებოდა ახალი მიუზიკლის "აუთსაიდერების" პროდიუსერობაში და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, შოუბიზნესის სამყაროში მამის გვარის გარეშე შეაბიჯოს. პროექტის აფიშებზე ის წერია, როგორც ვივიენ ჯოლი და არა - ვივიენ ჯოლი-პიტი, როგორც აქამდე.

522x600-1-0d23c0839101826c9b76cea1dcb95e711740x2000-0xt82rymug-8676469274677958608-1716819930.jpg

უფროსი ბიოლოგიური ქალიშვილი შაილო, რომელიც მალე 18 წლის ხდება, პირიქით, ცდილობს მშობლები აიძულოს, ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდეთ, თუმცა სავარაუდოდ მას და-ძმები არ ეთანხმებიან და მთლიანა დედის პოზიციებს იზიარებენ.

ac3dd71f655c1c27ba8fa74d75694241-1716820074.jpg

snapinsta-1716820074.app_438156066_435057432215330_221278085804335356_n_1080.jpg

შაილო ჯოლი-პიტის ცეკვამ ინტერნეტსივრცე მოიცვა - ვარსკვლავების ქალიშვილმა მოცეკვავის გზა აირჩია
დღეს რომ ვირჩევდე პროფესიას, მსახიობი აღარ გავხდებოდი, ჰოლივუდი არაჯანსაღია... მეგობრებიც არ მყავს და განქორწინების შემდეგ თავისუფლად ცხოვრებისა და მოგზაურობის შესაძლებლობა დავკარგე... - ანჯელინა ჯოლი
პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას ლანძღავს, სკანდალად იქცა - ჩემთვის უახლოესი ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთს დაამსგავსე... როცა მათ სიახლოვეს ხარ, შიშით კანკალებენ