ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები, სამწუხაროდ, მშობლების კონფლიქტში მთლიანად არიან ჩართული. სასამართლო დავის პარალელურად, ბრედ პიტი ცდილობს შვილებთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა ისინი ძირითად დროს დედასთან ატარებენ და სულაც არ გამოხატავენ მამასთან ურთიერთობის სურვილს.
2023 წელს უფროსმა ქალიშვილმა ზაქარამ თქვა უარი მამის გვარზე და ჰუმანიტარულ კოლეჯში ჩარიცხვისას წარდგა, როგორც ზაქარა ჯოლი. ამჯერად მის კვალს მიჰყვა ბრედისა და ანჯელინას ბიოლოგიური ქალიშვილი, ტყუპისცალი ვივიენი.
15 წლის გოგონა დედას ეხმარებოდა ახალი მიუზიკლის "აუთსაიდერების" პროდიუსერობაში და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, შოუბიზნესის სამყაროში მამის გვარის გარეშე შეაბიჯოს. პროექტის აფიშებზე ის წერია, როგორც ვივიენ ჯოლი და არა - ვივიენ ჯოლი-პიტი, როგორც აქამდე.
უფროსი ბიოლოგიური ქალიშვილი შაილო, რომელიც მალე 18 წლის ხდება, პირიქით, ცდილობს მშობლები აიძულოს, ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდეთ, თუმცა სავარაუდოდ მას და-ძმები არ ეთანხმებიან და მთლიანა დედის პოზიციებს იზიარებენ.