2 წლის აივის პირველი გამოსვლა სცენაზე და სიტყვები: "გოგიჩა ბაბუ, მიყვარხარ!" და ემოციური მიძღვნები მეუღლისა და ქალიშვილებისგან - გოგიჩა 57 წლის გახდებოდა - მშობლები

2 წლის აივის პირველი გამოსვლა სცენაზე და სიტყვები: "გოგიჩა ბაბუ, მიყვარხარ!" და ემოციური მიძღვნები მეუღლისა და ქალიშვილებისგან - გოგიჩა 57 წლის გახდებოდა

2025-04-28 18:58:26+04:00

გიორგი გოგიჩაიშვილი, ყველასთვის საყვარელი გოგიჩა 57 წლის გახდებოდა. სოციალურ ქსელში, როგორც ყოველთვის, ემოციურად გაიხსენა მეუღლემ - ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ:

"გოგიჩა 57... იყო და არა იყო რაა... რა იქნებოდა ამ ქვეყნად სიკეთეზე უკეთესი, იყო, არის და იქნება ჩვენი გოგიჩა.. აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება, გოგოჩა ბაბუა! როცა თენდება და ცა ფერადდება ღრუბლებით და მზის სხივებით, გოგიჩა ბაბუ სამყაროს გვიფერადებს. როცა ქუჩაში კეთილი ადამიანები გვხვდებიან, გოგიჩა ბაბუ გვიგზავნის! მაგრამ აივი მაინც კითხულობს დაჟინებით: "გოგიჩა ბაბუ რატომ არ დაგველოდა, რატომ მგადაწყვიტა იყოს ვარსკვლავი.....
ანათე. გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები! იყო და არა იყო რა, იყო მზესავით ბიჭი გოგიჩა და გადაწყვიტა, ვარსკვლავი გამხდარიყო..."
66473723-2444862462223776-4281408565282865152-n-1745856449.jpg
249527632-122-0-788-666-1920x0-80-0-0-383f422eee1a7dea6ff655808f9b0009-1745856449.jpg
გოგიჩას ქალიშვილმა ნანუკამ კი შვილიშვილის ნამღერით მიულოცა. ბასტი-ბუბუს კონცერტზე ნანუკამ და აივიმ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა "კარუსელი", გოგიჩას "აკომპანემენტით". ეს აივის პირველი საჯარო გამოსვლა იყო, ნანუკა ქალიშვილების - აივის და ავას ფოტოებს არ ასაჯაროებს.
"პატარა მამა... ჩვენო ბედნიერება, გილოცავ დაბადების დღეს! შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ!
2 წლის აივი ბაბუს უმღერის და ბოლოს სიტყვებით "გოგიჩა ბაბუ მიყვარხარ !!! მიყვარხაარ..." ასრულებს თავის პირველ გულმხურვალე გამოსვლას", - წერს ნანუკა და ვიდეოს აქვეყნებს.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ.

11c038d2-b376-4a32-ad69-011ad441bc5a-1745857844.jpg

„მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... - დები გოგიჩაიშვილები ცრემლებით იხსენებენ მამას
გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა... - მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. რძლისა და შვილიშვილების ემოციური სიტყვები